Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოხანაშვილი: პატრიარქს უთხრეს, რომ მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და ჩემთანაც ჰქონდათ კითხვები

26 თებერვალი, 2017 22:11

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქს ოპერაციამდე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მამა გიორგი მამალაძე მისი მოწამვლის ფაქტზე იყო დაკავებული. ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2”-ის გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი” განაცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც გადაწყდა მისი ბერლინიდან თბილისში გამოფრენის საკითხი, იმ დღესვე მივიდა პატრიარქთან, რათა აეხსნა თუ რატომ მიდიოდა თბილისში.

„მე მივედი მის უწმინდესობასთან და ვუთხარი, რომ მამა გიორგი მამალაძე დააკავეს, არის რაღაც გაუგებრობა, პრობლემები და მე უნდა გავფრინდე თბილისში და სიტუაციაში ადგილზე გავერკვე. სულ ეს იყო, რაც ვუთხარი მის უწმინდესობას. მამა გიორგის წინააღმდეგ ისეთი მძიმე ბრალდება იყო, რომ ამას პატრიარქს ვერ ავუხსნიდი, რადგან მას ამზადებდნენ ოპერაციისთვის. 2 დღე იყო დარჩენილი ოპერაციამდე, ამის თქმა არ შეიძლებოდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგი სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე იყო დაკავებული, ეს იმ დღესვე, ოპერაციის წინ გაიგო. მე შეგნებულად არ დავასახელებ ვისგან”, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მამა დავით ჭინჭარაულმა უთხრა ოპერაციის წინ ილია მეორეს, რომ მამა გიორგი მამალაძე ბერლინში საწამლავით მიდიოდა მასთან, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პასუხისგან თავს შეიკავებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამ ინფორმაციას უარყოფს. 

„პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და ჩემთან ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით კითხვები. როდესაც მე ამის შესახებ გავიგე თბილისში, ძალიან ვინერვიულე, რადგან პირდაპირ ასე ჩავთვალე - ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა პატრიარქის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ორ დღეში მისთვის უნდა გაეკეთებინათ უმძიმესი ოპერაცია... როდესაც ამ ფაქტის შესახებ შეიტყო პატრიარქმა, ძალიან ნერვიულობდა და ყოველ 15 წუთში მირეკავნენ, პატრიარქი კითხულობს, რა ხდებაო. ის ძალიან ნერვიულობდა, იმდენად განიცადა ეს ფაქტი, რომ როდესაც გერმანელმა პროფესორმა გაიგო რაღაც ხდებოდა, თქვა, რომ ასე თუ გააგრძელებთ, მოგვიწევს ოპერაციის გადადება, რადგან არ შეიძლება", - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^