Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოხანაშვილი: არ შეიძლება შიგნიდან ამხელა სკანდალი ატყდეს, გარედან მართული პროცესებია

26 თებერვალი, 2017 22:55

„არ შეიძლება შიგნიდან ამხელა სკანდალი ატყდეს, რა თქმა უნდა გარედან მართული პროცესებია", - ასე შეაფასა პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა „რუსთავი 2- ის" გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი" საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები.

კითხვაზე, რაც ახლა ხდება, არის თუ არა პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამ პასუხისგან თავს შეიკავებს, თუმცა საკუთარი ვარაუდები აქვს.

„არ შეიძლება შიგნიდან ამხელა სკანდალი ატყდეს, რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესებია. ვახსენე ეკლესიის მტრები, მზაკვრული გეგმა, რომელიც ვიღაცისთვის ლამაზად მიმდინარეობს, თორემ ფაქტობრივად ადამიანები, მრევლი, საზოგადოება აღშფოთებულია და მე პირადად განადგურებული ვარ ამ ყველაფრიდან”, - განაცხადა ოხანაშვილმა. 

მისი თქმით, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ძალიან ბევრი რამ იცის, რაც საპატრიარქოში ხორციელდებოდა.

„მაგრამ ამაზე საუბრისგან მე დღეს თავს შევიკავებ. მაგრამ დადგება ამის დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^