Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაგვის ხეები“ ლილოს დასახლებაში - ფოტო

01 მარტი, 2017 14:38

სოფელ დიდი ლილოს ქვემოთ, ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული „პოლიგონიდან" დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით ხეების გაყოლებაზე პოლიეთილენის პარკის გროვებია. ნაგავსაყრელიდან ქარი ნაგავს პირდაპირ ამ ტერიტორიაზე უყრის თავს. 

წლებია, სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობა აქ მოქმედი „პოლიგონის" არსებობას აპროტესტებს. მოსახლეობის თქმით, ანტისანიტარია და მძიმე სუნი მათ ჯანმრთელობას პრობლემას უქმნის, სახლებში ფანჯრების გაღება შეუძლებელია, რასაც ნაგავსაყრელის ირგვლივ ქარის მიერ გადატანილი პარკების გროვა ემატება. 

„ნაგავსაყრელი, რომელიც 84 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, შემოღობილია, თუმცა ეს ღობე სულ რომ 7-8 მეტრის იყოს, შეუძლებელია, ქარის დროს ამ ტერიტორიიდან პარკების დაკავება. ნაგვის უჯრედში განთავსებამდე და მიწის ფენით დაფარვამდე, ეს პარკები მაინც გამოდის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან. ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები პერმანენტულად დადიან და ხეებსა და ბუჩქებს მიმოფანტული პარკებისგან წმენდენ", - აცხადებს „ლიბერალთან" შპს „თბილსერვის ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით ჩანქსელიანი.

მისივე განმარტებით, 2018 წლიდან ეს პრობლემაც მოგვარდება, რადგან „პოლიგონის" ტერიტორიაზე, დაახლოებით 50 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება. დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ამ ქარხნის საშუალებით, თბილისიდან მოტანილ ნაგავს ახალი ტექნოლოგიებით გადაამუშავებენ და ქარი პოლიეთილენის პარკებს აღარ მიმოფანტავს.

http://liberali.ge/articles/view/3433/tskhovreba-nagavsayreltan

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^