Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიამ ჯაში: უნივერსიტეტის დონეზე შენარჩუნდება ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია

07 მარტი, 2017 14:48

დღეს, პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა კანონპროექტი დარეგისტრირდა.

როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „ლიბერალს“ განუმარტა კანონპროექტი სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას არ ითვალისწინებს. უნივერსიტეტის დონეზე შენარჩუნდება ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია, თუმცა მოხდება მისი მეტად დივერსიფიცირება. „უნივერსიტეტის დონეზე სტუდენტებს მიეცემათ უფლება აირჩიონ რა სახის, რა სტრუქტურის, რა უფლებამოვალეობის უნდა იყოს სტუდენტური ორგანიზაცია, ეს იქნება სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტური ასამბლეისა თუ სტუდენტური კლუბის სახით , რაც სხვადასახვა ქვეყნის მაგალითზე ჩვენ შევისწავლეთ ბოლო 3 თვის განმავლობაში“.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება ეხება სტუდენტების საფაკულტეტო საბჭოებში არჩევის წესს და გულისხმობს, აღნიშნულ საბჭოებში სტუდენტების პირდაპირი წესით არჩევას, როგორც ეს ხდებოდა სენატის (წარმომადგენლობითი საბჭოს) არჩევის შემთხვევაში. 

კანონპროექტის თანახმად, უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ენიჭება უფლება არჩეული იყვნენ, როგორც საფაკულტეტო საბჭოში, ასევე სენატში.

 გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, სტუდენტებს თანაბარი წვდომის უფლება უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტის ფინანსებზე, სტუდენტური ინდივიდუალური ან ერთობლივი ინივიატივების მხარდასაჭერად.

მარიამ ჯაშის თქმით, იმედი აქვს, რომ „აუდიტორია 115“ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის პიკეტირებას შეტყვეტს.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 23 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის კორპუსს იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდებოდა. 

 სტუდენტური ცხოვრება რეფორმის მოლოდინში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები დღეს ნინ ...

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომად ...
28 მარტი
28 მარტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი მ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობა ...
28 მარტი
28 მარტი

რუსთაველის ფონდი: საკონსტიტუციო სასამართ ...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი ...
^