Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტმა სონღულაშვილის ინიციატივას ხეების ჭრასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა

07 მარტი, 2017 19:20

გარემოს დაცვისა კომიტეტმა დეპუტატ დავით სონღულაშვილის ინიციატივას, ხეების ჭრასთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პროექტში არაარსებითი ცვლილებები არ შესულა და მასში რეალური მექანიზმი, ეკოლოგიური რესურსების დასაცავად, ასახული არაა.

კანონპროექტის მიხედვით, თბილისში და მის მიმდებარედ მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ კანონს ემატება მუხლი, რომელიც ჩამოყალიბებულია ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი კომპენსაციების, საკომპენსაციოდ რგვებისა და მწვანე ნარგავების ხარისხობრივი მდგომარეობის განმსაზღვრელი შესაბამისი განმარტებები. კანონპროექტში წერია, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც შესაბამისი უფლებამოსილებებით აღჭურვილ მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობის დამდგენ პირს, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კანონპროექტის ავტორის აზრით, კანონის არსებული რედაქციით, განსხვავება არ არსებობს ცოცხალი, დაავადებული და ან გადაბერებული ხეების ჭრის შემთხვევებს შორის. არაა გამოყოფილი შემთხვევები, როდესაც მწვანე ნარგავი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან ქონებას. შესაბამისად, კანონპროექტით, დაინტერესებული პირი თავისუფლდება საკომპენსაციო ღონისძიებებისგან დაავადებული ზეხმელი, ხმობადი, ფაუტი, გადაბერებული და ავარიული ხეების მოჭრის შემთხვევაში; ასევე პირს პასუხისმგებლობა არ მოუწევს იმ ხეების მოჭრის შემთხვევაში, რომლის შესაძლო წაქცევით ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ასევე სხვისი კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისთვის საფრთხისა და ზიანის შესაძლო მიყენების თავიდან აცილების მიზნით მწვანე ნარგავების ჭრისას. 

კანონპროექტის მიხედვით, დაინტერესებული პირი საკომპენსაციოდ რგავს ან იხდის დარგვისთვის საჭირო თანხას, თუ მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში სამშენებლო ტერიტორია თავისუფლდება ზეხმელი, ხმობადი. ფაუტი, გადაბერებული, გადაშენებული და ავარიული ხეებისგან.

დაინტერესებული პირი იხდის აღდგენით ღირებულებას, თუ მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მწვანე ნარგავები პირდაპის აფერხებს მშენებლობას და სამშენებლო ტერიტორიაზე მათი დატოვება  ხელს უშლის მშენებლობის პროცესს. 

კანონპროექტში წერია, რომ ამ ცვლილებით დაწესდა გრადაცია საკომპენსაციო ღონისძიებებზე, მწვანე ნარგავების ხარისხობრივი მდგომარეობიდან და მწვანე ნარგავების განმახორციელებელი პირის სტატუსიდან გამომდინარე. პირისთვის, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, კერძოდ, მშენებელ-დეველოპერები დაწესდა უფრო მკაცრი მოთხოვნები - დაინტერესებული პირი, საკომპენსაციოდ რგავს ან იხდის ამისთვის საჭირო თანხას, თუ მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავები ხელს უშლის აშენებულ კონსტრუქციას. 

კანოპროექტის ავტორის განმარტებით, კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების წინაშე არ აყენებს. კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. 

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენლის ანანო ცინცაბაძის თქმით, წარმოდგენილი ვარიანტი მცირედით, თუმცა არაარსებითად ცვლის თავდაპირველ ვარიანტს და არსებით მექანიზმს ეკოლოგიური რესურსების დასაცავად არ იძლევა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ამ ვარიანტის გასატანასაც, თუნდაც პრინციპების დონეზე. რადგან მიგვაჩნია, რომ ის ძალიან ავიწროვებს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობას და მეორე მხივ საშულებას აძლევს ბიზნესს, კვლავ დაუსაბუთებლად გააგრძელონ ხეების ჭრა. ამიტომ ჩვენ ვითხოვდით, რომ სონღულაშვილს უკან გაეხმო პროექტი. თუ პროექტის მიზანი მართლა იყო მექანიზმების შექმნა, დამუშავებულიყო ის სიღრმისეულად“, - ამბობს ცინცაბაძე.

მისი თქმით,  ერთადერთი რაც დღევანდელი შეხვედრის მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ ზეპირად და არა წარდგენილი კანონპროექტის დონეზე, დაფიქსრიდა, რომ კომიტეტი გრადაციის სისტემებზე იმსჯელებს და შეიმუშავებს იერარქიულ სისტემას თუ როგორ შეიძლება მოხდეს რეალური კომპენსირება გარემოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების.   

„მეორე, რაც ასევე ზეპირად დააფიქსირეს არის ის, რომ იმსჯელებენ მიუთითონ საჯრებულოს თუ რა ჩარჩოს ფარგლებში შეიძლება შეირჩეს ის პირი, რომელიც გასცემს დასკვნებს ხეების ჭრაზე“, - ამბობს ცინცაბაძე.

კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ რიგ შემთხვევებში საჭიროა პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.

„ჩვენი მოსაზრებით, საზოგადოების ჩართულობა უნდა ხდებოდეს ყველა იმ შემთხვევაში, სადაც იქმნება დასაბუთებული ეჭვი, რომ ხეების ჭრა ხდება არა მათი პრევენციის ან დაავადების გამო, არამედ მაგალითად სამშენებლო მიზნებისთვის ან ბიზნესის ინტერესისთვის. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა და ინფორმაცია, რისთვის ხდება აღნიშნული ჭრების განხორციელება, რომ უფრო მეტად იყოს შებოჭილი როგორც ადმინისტრაციული, ისე დასკვნის გამცემი ორგანო“, - ამბობს ცინცაბაძე.

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის: ხეების ჭრასთან დაკავშირებული ინიციატივა ბიზნესის ინტერესშია

„მწვანე ალტერნატივა" ხეების ჭრასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე - განხილვა კომიტეტში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^