Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115-მა“ თსუ-ის მეექვსე კორპუსი დატოვა

07 მარტი, 2017 20:13

სტუდენტურმა მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ თსუ-ის მეექვსე კორპუსი დატოვა. გადაწყვეტილება სტუდენტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დღეს პარლამენტმა  „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა კანონპროექტი დაარეგისტრირა. 

„ერთ წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან. ქალბატონმა მარიამ ჯაშმა დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომლის ძალაში შესვლის შემდგომ საფაკულტეტო საბჭოში სტუდენტებს აირჩევენ პირდაპირი წესით. შეგახსენებთ, რომ აქამდე მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეეძლოთ საფაკულტეტო საბჭოებში შესვლა. სტუდენტებს თანაბარი წვდომა ექნებათ უნივერსიტეტის ფინანსებზე, სტუდენტური ინდივიდუალური თუ ერთობლივი ინიციატივების მხარდასაჭერად“, - აცხადებს „აუდიტორია 115“ 

სტუდენტებმა ასევე განაცხადეს, რომ „ბრძოლას უკეთესი უნივერსიტეტისთის“ გააგრძელებენ - „იმედს ვიტოვევბთ, რომ აღნიშნული შეთანხმება ყველა მომდევნო საფეხურს წარმატებით გაივლის და საბოლოოდ ახალი კანონი უზრუნველყოფს სტუდენტთა თანასწორობას“.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-მა“ პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი 2016 წლის 23 ნოემბერს დაიკავა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის კორპუსს იქამდე არ დატოვებდნენ, სანამ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი პარლამენტში არ დარეგისტრირდებოდა. 

მარიამ ჯაში: უნივერსიტეტის დონეზე შენარჩუნდება ერთი წამყვანი სტუდენტური ორგანიზაცია

სტუდენტური ცხოვრება რეფორმის მოლოდინში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^