Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

RMG Gold-ის შვილობილი კომპანია ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ კვლევით სამუშაოებს აწარმოებდა

07 მარტი, 2017 21:22

საყდრისის დაცვის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფიტარეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა კომაპანია CMG, რომელიც RMG Gold-ის შვილობილი კომპანიაა.კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ ადგილობრივების თქმით, ფიტარეთის მონასტრის  მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას კომპანია RMG Gold გეგმავს.

„ფიტარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიურ–სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა სამთამადნო კომპანია შპს CMG, რომელიც არის RMG Gold-ის შვილობილი კომპანია.

მე ვესაუბრე CMG-ის გენერალური დირექტორ ჯონი შუბითიძეს და მართლაც დაადასტურა, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გეოლოგიურ–დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც მითხრა, ეს იყო მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები და ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, დაიწყებდა თუ არა კომპანია რაიმე მსხვილმასშტაბიან სამუშაოებს. აგრეთვე, დაგვპირდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანდებოდა და ა.შ.“ – განაცხადა საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.

„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრებმა მიმართეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, სთხოვეს რომ გარკვეულიყვნენ აღნიშნულ საკითხში. 

„კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ გარკვეული გეოლოგიური სამუშაოები მართლაც მიმდინარეობდა. 

„როდესაც ჩვენ მოგვმართა საყდრისის კომიტეტმა და გვთხოვა, რომ მათი ინფორმაციით გარკვეული ქმედებები მიმდინარეობდა ფიტარეთის ტერიტორიაზე, გვთხოვა საკითხის შესწავლა, ჩვენი ინსპექცია ადგილზე იყო ჩასული. მართლაც ნახეს, გარკვეული სამუშაოები იყო ჩატარებული, რაც გულისხმობს გეოლოგიური სინჯების აღებას. დაახლოებით 10-15 მეტრი დიამეტრის  პატარა მიწის ნაკვეთი იყო ამოღებული ბურღით“,-განაცხადა ანთიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები ძეგლიდან 3-4 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა, რაც ვერ დააზიანებდა ძეგლს, თუმცა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სამომავლოდ სააგენტოს მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. 

„ჩვენ მივმართეთ CMG-ის, რომელიც გეოლოგიურ კვლევებს აწარმოებს. საყდრისის კომიტეტმა გვთხრა, რომ იქ CMG აწარმოებდა სამუშაოებს, გამოვითხოვეთ ინფორმაცია.  მიუხედავდ იმისა, რომ ფართო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რომელის დროსაც აქვთ ვალდებულება წინასწარი არქოლოგიური კვლევების ჩატარების, მათ მაინც ზედაპირული არქოლოგიური დაზვერვები ჩაატარეს, რათა არ დაზიანებულიყო ძეგლი. მე  ვციტირებას იმას, რაც მოგვწერეს CMG-დან. ამ სამუშაოების პორცესში არქეოლოგების  მითითებით ლოკაციის ადგილებიც კი შეიცვალა, რათა ძეგლი არ დაზიანებულიყო.

ეს ყველაფერი 3-4 კილომეტრით  დაშორებულია ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსიდან და იქ ჩატარებული სამუშაოები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა მონასტერზე. ხოლო, ამის შემდეგ თუ რამეს დაგეგმავს ჩვენს გარეშე და არამარტო ჩვენს გარეშე, სხვა უწყებების გარეშეც,იქ ვერანაირ სამუშაობს ვერ წარმართავენ და ჩვენ მონიტორინგი მუდმივად გვექნება, რომ რამე სამუშაოების არ დაიწყოს“,- განაცხადა ანთიძემ.

„საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრების თქმით, მეცამეტე საუკუნის ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია.ეკლესიაში ჩადის წვიმა და ზიანდება ფრესკები. ნებისმიერმა სამუშაომ შესაძლოა  მძიმე შედეგები შეიძლება გამოიღოს. 

ნიკოლოზ ანთიძის აცხადებს, რომ ფიტარეთის მეცამეტე საუკუნის ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია. იგი ადასტურებს ძეგლის მძიმე მდგომარეობას და აღნიშნა, რომ აქამდე მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდა, რადგანაც ძეგლი სეისმურად აქტიურ ტერიტორიაზეა.  

„ვიცით პორბლემების შესახებ, რომელიც ფიტარეთის მონასტერს აქვს, მას აქვს იმ პერიოდის სახურავი, როდესაც ის აშენდა, ავთენტური ქვის სახურავი, რომლის რეაბილიტაციის მცდელობა არაერთხელ იყო, მაგრამ უშედეგოდ, რადგან თანამედროვე მასალებით დაზიანებული ნაწილების ამოვსება ვერ ხერხდება. გამომდინარე იქიდან რომ ის არის სეისმურად აქტიური ტერიტორიაზე. დღეს პროფესიულ წრეებში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდება მისი გადახურვა, თუ წავედით იმ კუთხით, რომ ეს ლორფინი ავიღოთ, რის გამოც მისი ისტორიული ნაწილისთვის გარკვეულწილად შელევა მოგვიწევს, თუ წავედით იმ კუთხით, რომ შევაკეთოთ, იგივე შედეგს მივიღებთ რაც აქამდე იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ წყალი ისევ ჩავა. ახლა ვართ ამის შეჯერების პროცესში, რომ გვქონდეს ერთიანი სწორი პოზიცია ყველა დარგის სპეციალისტთან შეთახმებით“,- განცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^