Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყაზბეგის მოსახლეობამ პარლამენტს და პრეზიდენტს პეტიციით მიმართა

08 მარტი, 2017 18:35

ყაზბეგის რაიონის, სოფელ სნოში მცხოვრებმა  ოცდახუთმა ოჯახმა საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს პეტიციით მიმართა. მოსახლეობა  ყაზბეგის რაიონში დაგეგმილი 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ამბები“ ავრცელებს. 

მათი საკარმიდამო ნაკვეთები ე. წ. ბუფერულ ზონაში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზიდან 30 მეტრის რადიუსში ხვდება. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ალტერნატიული მარშრუტის შერჩევა შესაძლებელია და ის პროექტის ღირებულებას მნიშვნელოვნად არ შეცვლის.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, სნოში მცხოვრებ 25 ოჯახთან ერთად პეტიციას ხელს აწერს სოფელ კარკუჩასა და ახალციხეში მცხოვრები კიდევ 125 ადამიანი. პეტიცია პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე შევიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^