Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰავაის შტატი მიგრაციის შეზღუდვაზე ტრამპის ახალი ბრძანების შესაჩერებლად სასამართლოს მიმართავს

09 მარტი, 2017 13:11

ჰავაის შტატის ხელისუფლება გეგმავს, დონალდ ტრამპის ბრძანების შესაჩერებლად, რომელიც 6 მუსლიმური ქვეყნიდან მიგრაციის შეზღუდვას გულისხმობს, ფედერალურ სასამართლოს მიმართოს.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა დროებითი შემაკავებელი ორდერის მიღება იქნება. თავდაპირველი სარჩელი, რომელიც ჰავაიმ სასამართლოში შეიტანა და რომელიც ტრამპის ბრძანებას უპირისპირდება, შეჩერებულია. 

მიმდინარე კვირაში ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელმაც იანვარში გამოცემული ბრძანება გააუქმა. ახალი ბრძანება 90-დღიან შეზღუდვას აწესებს აშშ-ში მიგრაციაზე - ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისთვის. ახალ ბრძანებაში შეზღუდვა არ ვრცელდება ერაყის მოქალაქეებზე, ამასთან, იგი მხოლოდ ახალ სავიზო განაცხადებს ეხება. 

„ახალი ბრძანება შედარებით ნაკლებ ადამიანს ეხება, ვიდრე წინა" - ამბობს ჰავაის შტატის წარმომადგენელი ადვოკატი CNN-თან ინტერვიუში, თუმცა, მისივე თქმით, ახალი ბრძანება ისეთივე კონსტიტუციურ და სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს, როგორც წინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^