Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: დაკავებულია სამი პირი, რომლებიც "კანონიერი ქურდის" სახელით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ

10 მარტი, 2017 10:50

შსს-ს ინოფრმაციით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახადა მოსთხოვეს.

"ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. „ქურდულ საერთოში“ უნდა შესულიყო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით)-" ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^