Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს

10 მარტი, 2017 16:05

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” პრეზენტაცია მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” მიზანია კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება მთელ საქართველოში, ასევე კონსტიტუციური ღირებულების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

„კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით - ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები... შესაბამისად, ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს”, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, ამ კამპანიის ფარგლებში ყველას მიეცემა შესაძლებლობა გამოთქვას აზრი. პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ქართველ ხალხს არ წაერთვა პრეზიდეტის არჩევის უფლება. 

„ამ პროექტის შიგნით ჩვენ მივცემთ შესაძებლობას ყველას გამოთქვას თავისი აზრი და გვჯერა, რომ ამ პროცესს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საკონსტიტუციო კომისია.

ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან, რომელის შინაარსიც ყველამ ვიცით, იმედია კითხვის ნიშანი საკონსტიტუციო კომისიაში ჩემი ჩართულობისა გარკვეულწილად პასუხგაცემული იქნება. საუბარია პრეზიდენტის არჩევის წესზე და სწორედ ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა. მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია რომლის თაობაზეც მე პირადად ქართული საზოგადოების აზრი მაინტერესებს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^