Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობა საქართველოში მზის 9 ელექტროსადგურის ასაშენებლად კვლევებს ატარებს

10 მარტი, 2017 18:27

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „კავკასიის მზის კომპანიასთან" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. 

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ „ლიბერალისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, მემორანდუმი მზის 8 ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში 5 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგურის პოტენციალს სწავლობს.

შესაბამისი კვლევები იგეგმება შემდგომი ელექტროსადგურების მშენებლობის მიზნით: „ქსნის მზის ელექტროსადგურის“, „მარნეულის მზის ელექტროსადგური“; კასპის მზის ელექტროსადგური; „გლდანის მზის ელექტროსადგური“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 1“; „ახალციხის მზის ელექტროსადგური 2“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1“; „გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2“.

„სს „კავკასიის მზის კომპანიას“  მიეცემა უფლება, 18 თვის განმავლობაში შესაბამის ტერიტორიებზე ჩაატაროს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წარუდგინოს ისინი საქართველოს მთავრობას, რის საფუძველზეც მიიღებენ გადაწყვეტილებას მშენებლობის თაობაზე. მშენებლობის შემთხვევაში თითოეული სადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ იქნება" - ამბობენ ენერგეტიკის სამინისტროში. 

კვლევები სოფელ ქსნის, მარნეული-რუსთავის, ახალციხე-ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიებზე და კასპისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^