Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში წუხელ დაპირისპირების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა

12 მარტი, 2017 8:26

გვიან ღამით დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში 34 დაშავებული შევიდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, მათგან 15 სამართალდამცავი იყო, რომელთაც უმეტესად ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები აღენიშნებოდათ სახის არეში.

რაც შეეხება მოქალაქეებს, მათ დაზიანებები ძირითადად ცრემლმდენი გაზის ზემოქმედების შედეგად მიიღეს, რაც თავბრუსხვევასა და თვალების წვაში გამოიხატებოდა.

„ამ დროსითვის პრაქტიკულად ყველა ამბოლატორული მკურნალობით გაიეწერა, ერთი რჩება რეფერალურ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ. მოქალაქე, რომელიც წაიქცა და თავის ტვინის შერყევის სავარაუდო დიაგნოზით დაკვირვების ქვეშ არის. და მერე არის ქალბატონი ციალა ქათამიძე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აჭარაში, რომელიც სულ ერთ საათის წინ შემოვიდა რესპუბლიკურ კლინიკურ სავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით, რაც ცრემლდენი გაზის მოქმედებას უკავშირდება“ - უთხრა ზაალ მიქელაძემ „ლიბერალს“.

მისივე განმარტებით, უშუალოდ აქციის დაშლის დროს დაშავების გამო ბათუმის საავადმყოფოებისთვის მოქალაქეებს არ მიუმართავთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^