Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღარიბაშვილი ბათუმის მოვლენებზე: აუცილებელია მთავრობის გონივრული და მკაცრი რეაგირება

12 მარტი, 2017 12:22

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობის გონივრული და მკაცრი რეაგირება. 

"არ შემიძლია უემოციოდ ვუყურო ბათუმში განვითარებულ სრულიად არანორმალურ, ანტისახელმწიფოებრივ და ქაოტურ მოვლენებს. ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისა და შეფასების დრო ახლა არ არის. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!

ეს არის სახელმწიფოებრიობის ტესტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალზე, ამიტომ მშვიდი და ცივი გონებით მოქმედების დროა, "- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

წუხელ ბათუმში პოლიციის თავჯდომარის წინააღმდეგ მიმართული აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, წუხელ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 40-მდე ადამიანი დააკავეს. მისი განმარტებით, ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები დღეს ნინ ...

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომად ...
28 მარტი
28 მარტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი მ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობა ...
28 მარტი
28 მარტი

რუსთაველის ფონდი: საკონსტიტუციო სასამართ ...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი ...
^