Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოცირიძე ბათუმის მოვლენებზე: ხელისუფლებამ ბარბაროსებს ბათუმის ცენტრი დაანგრევინა

13 მარტი, 2017 16:04

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ შეუძლებელია ამ ფორმით და ასეთი აგრესიით გამოსულიყო ხალხი ქუჩაში, რომ არა ერთი მხრივ გაჭირვება, მეორე მხრივ ხელისუფლების მხრიდან პროვოცირება. 

"ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაანგრევინა ბარბაროსებს ბათუმის ცენტრი. როცა ამბობენ რომ პროპორციულად გამოიყენეს ძალა, ძალის პროპორციულად გამოყენება ნიშნავს რომ ძალა არ უნდა გადაამეტო მაგრამ სადაც საჭიროა უნდა იმოქმედო. 5 საათის განმავლობაში სათარეშოდ მისცეს ნიღბიან პროვოკატორებს დრო რომ ქალაქი დაერბიათ და შემდგომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისკენ გაეშვირათ ხელი.

შედეგი არის ის რომ გადამწვარია ქალაქის ცენტრი, ორგანიზატორები გაიქცნენ. გამოავლინონ დამნაშავე. გამოავლინონ ვინ არის ღოღობერიძე რომელიც ანტითურქული და პროვოკაციული ლოზუნგებით გამოდიოდა რამდენიმე დღის წინ როცა ამბობდა რომ თითქოს პატრული თათრებს უწოდებს აჭარელ მოსახლეობას. რატომ არ არის ეს პროვოკატორი დაჭერილი? იმიტომ რომ ეს იყო შიდაკლანური დაპირისპირება. აჭარაში ძალოვნებმა ვერ გაიყვეს თავიანთი მმართველობის სფერო. მაგრამ ვითარება გაექცათ ხელიდან, -" ამბობს რომან გოცირიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^