Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა: 10 000-მდე ბავშვმა არდადეგებზე ზამთრის კურორტებზე დაისვენა

14 მარტი, 2017 12:58

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სპორტისა და ახალგაზრდობის და ეკონომიკის სამინისტროების დახმარებით, 10 000-მდე ბავშვმა ზამთრის კურორტებზე დაისვენა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„განსაკუთრებით სასიხარულო ის არის ჩემთვის, რომ დაახლოებით სამასამდე ბავშვმა, მცირე სკოლებიდან, სახელმწიფო დაფინანსებით გაატარა არდადეგები ზამთრის კურორტებზე. ისეთი ხალხი, რომელიც შეიძლება თავისით ვერ ხვდება ზამთრის კურორტებზე. მოკლედ, დიდი მადლობებია, დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს ვფიქრობთ, რომ მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება. სპორტის ფედერაცია ძალიან დაგვეხმარა, სპორტული სკოლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მთის კურორტების კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კარგია, თუ მეტი ბავშვი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით.

„მასშტაბი გაიზრდება მომავალი წლისთვის. როგორც ვიცი, არაერთი სასტუმრო და სპორტსკოლა ემზადება იმასითვის, რომ ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოაწყოს და ხელმისაწვდომი გახადოს.  მთის კურორტი ხელიმსაწვდომი უნდა გავხადოთ ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ რაც უფრო მასობრივს გავხდით, მით უფრო გავაიაფებთ. სახელმწიფოს მხრიდანაც ღირს ამაზე რესურსის დახარჯვა“,- განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^