Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ბულინგთან ბრძოლის ძირითადი მექანიზმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა

14 მარტი, 2017 15:07

„სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი მექანიზმი არის ისევ  განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება“,- ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა ჟურნალისტებს.

„ბულინგი მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის, ეს არის სკოლის, ეზოს პრობლემა, ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხებათ. საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში არსებობს. მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ბულინგთან ბრძოლაა. ასევე გვაქვს რეფერირების ინსტრუმენტი, რომელიც ბულინგის გამოვლენისა და მისი აღკვეთის შესახებ შესაბამის ორგანოებთან ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტია. მხოლოდ ტექნიკური რეაგირებით  პრობლემას ვერ მოვაგვარებთ“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^