Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი დამტკიცდა

15 მარტი, 2017 11:51

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი დამტკიცდა. 

წესი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგნის გამოცდის ჩატარებასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს.

როგორც „ლიბერალს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მასწავლებლის საგნის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

დოკუმენტის თანახმად, ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ტესტირებაზე დარეგისტრირებულ:

ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

ბ) ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს;

გ) მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება;

ტესტირება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში ტარდება:

ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);

მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);

ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);

საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ისტორია;

გეოგრაფია;

სამოქალაქო განათლება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ფიზიკა;

ქიმია;

ბიოლოგია.

უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური):

ინგლისური;

გერმანული;

ფრანგული;

რუსული.

ესთეტიკური აღზრდის საგნები:

 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

მუსიკა.

 სპორტი;

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

პროფესიული უნარები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^