Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე: ცენტრს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ძალებით გააგრძელოს მეთადონის პროგრამა

15 მარტი, 2017 13:45

ნარკომანისს პრევენციის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  პროგრამა გაგრძელდეს ქვეკონტრაქტორის გარეშე, ცენტრს აქვს შესაძლებლობა საკუთარი ძალებით გააგრძელოს მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის განხორციელება, - ამის შესახებ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიიის პრევენციის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროგრამა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულების გარეშე, ჩვენ უკვე გვაქვს სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი ძალები, ჩვენი ინფრაქტრუქტურული შესაძლებლობებით, ჩვენი სტაფით, ყველა ბენეფიციარისთვის რომელიც დღემდე იღებდა სერვისს ჩვენს ქვეკონტრაქტორის სერვისცენტრებში, პროგრამა გახდეს ხელმისწვდომი გეოგრაფიული პრინციპების დაცვით“.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ „ურანტთან“, მაგრამ ახლა შეიცვალა რეალობა, რადგან ცენტრმა თავად გახსნა ახალი განყოფილებები. კილაძე ასევე საუბრობს ხარჯეფექტურობაზე, და აღნიშნავს, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ერთი ბენეფიციარის მომსახურება გაცილებით უფრო იაფი ჯდება.

სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ხელმძღვანელმა, ზურა სიხარულიძემ კი დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიყო.

მისი თქმით, დაწესებულებამ ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრის დირექტორის ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომლის მიხედვით, ნარკოლოგიის ცენტრმა სამედიცინო ცენტრ „ურანტთან“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ნაწილში ხელშეკრულება შეწყვიტა.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ცენტრის 1350 პაციენტი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „ურანტში“ მომსახურებას ვეღარ მიიღებს. 

მისივე თქმით, წერილის მიხედვით, „ურანტის“ ბენეფიციარები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გადავლენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^