Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პარტიზანული მებაღეობა“: მერიამ კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონის ცვლილებას დაუჭირა მხარი

15 მარტი, 2017 18:16

„სამშენებლო კომპანია M2 ქავთარაძის ქუჩასა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს ოთხი, 19-სართულიანი კორპუსის მშენებლობას. ეს ადგილი არის რეკრეაციული ზონა 1, სადაც კანონით ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია“- ამის შესახებ ინფორმაციას „პარტიზანული მებაღეობა“ ავრცელებს. 

მათი განცხადებით, მშენებლობას ეწინააღმდეგება ამ უბნის მოსახლეობა. მცხოვრებლებთან პირადი კომუნიკაციისას M2 ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას აღარ იცავდა სარეკრეაციო ფუნქციური ზონა, რის შესამოწმებლადაც მოსახლეობამ გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია. ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან მიღებული პასუხით დასტურდება, რომ აღნიშნული ზონა სარეკრეაციო ზონაა (რზ1). თუმცა მერიის ზონალურმა საბჭომ მხარი დაუჭირა მისი სტატუსის ცვლილებას, ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების მიზნებისთვის.

„თუ კი თბილისის საკრებულო კანონით დადგენილი ყოველგვარი მოთხოვნის უგულებელყოფით და საჯარო ინტერესის იგნორირებით სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნაზე თანხმობას გასცემს და შესაბამისად, მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებს. მოსახლეობა ყველა შესაძლო გზით დაიცავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და არ დათმობს სარეკრეაციო ზონას, რომელიც ამ უბნის მცხოვრებთათვის შეუცვლელ, მნიშვნელოვან საჯარო და ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელ სივრცეს წარმოადგენს“,- ნათქვამია „პარტიზანული მებაღეობის“ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

საია: „თბილსერვის ჯგუფს" 3 მლნ-მდე ღირებ ...

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, „თბილსერვის ჯგუფი" 3 მლნ ლარამდე ღირებულ ...
25 სექტემბერი
25 სექტემბერი

რატომ გაათავისუფლეს ილიას სახელმწიფო უნი ...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ბიზნესის სკოლიდან 25 ლექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი მიიჩნევენ რომ ...
25 სექტემბერი
25 სექტემბერი

სარფის საბაჟოზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალ ...

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ჯენი კვანტალიანის მიმართ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობი ...
^