Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

m2-ის კორპუსები და მერიის დადებითი რეკომენდაცია სარეკრეაციო ზონის ცვლილებაზე

16 მარტი, 2017 18:16

სამშენებლო კომპანია m2 ქავთარაძის ქუჩასა და  უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის გეგმავს 4 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. ტერიტორია, რომელზეც m2-ის კორპუსები უნდა აშენდეს, სარეკრეაციო ზონა 1-ია. სარეკრეაციო ზონა 1-ში კი, კანონით, ნებისმიერი მშენებლობა დაუშვებელია, თუმცა თბილისის მერიამ ფუნქციური ზონის შეცვლაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არსებული პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდა თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ, 2008 წლის 16 ივნისს (01/783 ბრძანება).

არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციაში  აღნიშნულია, რომ 2015 წელს მოითხოვეს შეთანხმებული  განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება. ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხი განხილული იყო  საბჭოს 2017 წლის 20 თებერვლის სხდომაზე და მიეცა მას დადებითი რეკომენდაცია.

არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ფუნქციური ზონის ცვლილების შესახებ დადებითი რეკომენდაცია წარსულში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ ტექნიკურად ასახვას გულისხმობდა.

საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართია 19,614კვ.მ. m2-ის კომპლექსი შედგება 4 ბლოკისგან, A და B ბლოკი საცხოვრებელი ბინები ხოლო C და D ბლოკები საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტებისგან. ამავე ტერიტორიაზე ასევე აშენდება ეკლესია. 

„მიუხედავად რომ განათებულობისა და ინსოლაციის კუთხით არსებული პროექტი არ აყენებდა ზიანს მეზობელ ტერიტორიებს, მაინც შევეცადეთ, რომ უმეტესი ტერიტორიისა დაგვეთმო გამწვანებისათვის და რეკრეაციული ტერიტორიებისათვის.კომპლექსში განთავსებული იქნება როგორც სპორტული მოედანი, აგრეთვე, უკვე არსებულ ჩამოყალიბებულ ლანდშაფტსა და განწვანებაში მოეწყობა პატარა ზომის პარკები ბავშვებისათვის, აგრეთვე, ტერიტორიაზე აშენდება ეკლესია, რომელიც უკვე არსებულ ურბანულად ჩამოყალიბებულ გარემოსა და ახალ კომპლექსს შორის მოექცევა და გარკვეულწილად გააერთიანებს ამ ორ სივრცეს, აგრეთვე, გათვალისწინებულია საბავშო ბაღი (გათვალისწინეულია არქიტექტურული საბჭოს რეკომენდაციები)“,- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

„თუ კი თბილისის საკრებულო კანონით დადგენილი ყოველგვარი მოთხოვნის უგულებელყოფით და საჯარო ინტერესის იგნორირებით სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნაზე თანხმობას გასცემს და შესაბამისად, მასშტაბურ მშენებლობას დაუშვებს. მოსახლეობა ყველა შესაძლო გზით დაიცავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და არ დათმობს სარეკრეაციო ზონას, რომელიც ამ უბნის მცხოვრებთათვის შეუცვლელ, მნიშვნელოვან საჯარო და ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელ სივრცეს წარმოადგენს“,- ნათქვამი იყო „პარტიზანული მებაღეობის“ განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა. 

საპროექტო ტერიტორია

„პარტიზანული მებაღეობა“: მერიამ კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონის ცვლილებას დაუჭირა მხარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

კანდელაკი: პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყა ...

„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყავს კრემლის ექსტრემისტული ძალები პარლამენტში" - ამის შესახებ „ევროპული საქ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია წვევამდელთა სისტემაზე: პროფესიული ...

თუკი ერთი წვევამდელის უზრუნველყოფა სახელმწიფოს 9000 ლარი უჯდება, პროფესიული არმიის წარმომადგენლის უზრუნველყოფა 3-ჯერ მეტ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარ ...

კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღჭრვულობაზე იყოს მიმართული - ამის შესახებ NATO-ს საპარლა ...
^