Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GDS-ის 5 ყოფილი თანამშრომელი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იწყებს მუშაობას

17 მარტი, 2017 14:10

როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" 5 ახალი თანამშრომელი გაფორმდა. 

„ბოლო ერთი წელიწადია, ტელევიზიაში არსებობს ნიუსრუმის ახალი კონცეფცია, თუმცა იგი ბევრი მიზეზის გამო დანერგილი არ არის. ახლა გვაქვს პირველი შესაძლებლობა, როდესაც ვიწყებთ ამ ძალიან ინოვაციური კონცეფციის დანერგვას", - გვიყვება ანთაძე.

მისი თქმით, კონცეფციის მიხედვით, ყველა პოზიცია და უფლებამოვალეობები თავიდან ბოლომდე გაწერილია. ასევე გაწერილია ციკლი, თუ როგორ უნდა მომზადდეს ნიუსი, სად რამდენი ადამიანია საჭირო, ვინ რას აკეთებს და ა.შ.

კონცეფციის თანახმად, რომელიც ბრიტანული კომპანიის მეშვეობით მომზადდა, არის პოზიციები, რომლებზეც „მაუწყებელს“ კადრები აკლია.

ახლად გაფორმებული თანამშრომლები არიან:

GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ეკა შონია. იგი პირველი არხის დაგეგმვის რედაქტორი იქნება.

ვებგვერდ 20/30.news.-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ირინა დეკანოიძე, პირველი არხის ვებრედაქტორად იმუშავებს.

გადაცემა  20/30-ის ყოფილი პროდიუსერები - თამუნა კენკიშვილი, ნათია თოიძე და მაია ჭუჭულაშვილი - დღის ახალი ამბების დაგეგმვის რედაქტორების მოვალეობას შეასრულებენ.

„ესენი არიან GDS-ის ყოფილი თანამშრომლები, თუმცა მათ აქამდეც აქვთ ჟურნალისტური ბიოგრაფია. მაგალითად, უხერხულია, რომ ირინა დეკანოიძე მოვიხსენოთ როგორც მხოლოდ  GDS-ის ყოფილი თანამშრომელი. ასევეა სხვებიც", - ამბობს ია ანთაძე.

მისი თქმით, ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ის, რომ რადგან ტელევიზიაში 1250 თანამშრომელი მუშაობს, ნიუსრუმს არ აკლია კადრები. „კადრები გვაკლია მენეჯერულ პოზიციებზე, გვაკლია ველზე მომუშავე ჟურნალისტებიც, თუმცა არის პოზიციები, რომლებიც დაკომპლექტებულია".

რაც შეეხება შეკითხვას - რატომ აღმოჩნდა, რომ ხუთივე ახალი თანამშრომელი ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი ჟურნალისტია, ია ანთაძე გვპასუხობს:

„რა თქმა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ მოდი, ახლა ვნახოთ, საიდან მოვიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც გვჭირდება. ერთი მხრივ, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც გვიმუშავია და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ გვეპარება. მეორე მხრივ, მათ გადმოსაყვანად  გადმობირება და განსაკუთრებული მოძრაობები არ გვჭირდება. მე, მაგალითად, ძალიან მინდა რამდენიმე ჟურნალისტის „პირველ არხზე“ გადმოყვანა, მაგრამ ისინი მუშაობენ სხვადასხვა ტელეკომპანიაში, და მათ ჩვენთან გადმოყვანას დიდი ჭიდაობა სჭირდება. აქ შრომითი პირობები კერძო ტელევიზიების პირობების თანაბარი არ არის. ხელფასი, სამუშაო პირობები ბევრად დაბალია. რომ ადგე და წამოიყვანო გამოცდილი ჟურნალისტები, არ არის მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, ხედავ თუ არა მათ ადგილს „პირველ არხზე“. ამ პირობებში მათ უბრალოდ ვერ გადმოიყვან. ეს ნიუსრუმი სხვა ნიუსრუმებთან შედარებით კონკურენტუნარიანი არ არის". 

რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკურსი აღნიშნულ თანამდებობებზე, „მაუწყებლის" დირექტორის მრჩევლის თქმით, კონკურსი იქნება იმ თანამდებობებზე, რომელთა საშტატო ერთეულებიც იარსებებს.

„ტელევიზიაში საშტატო განრიგი არ არსებობს. ჩვენ დაგვხდა სიტუაცია, როდესაც ყველა თანამდებობა არსებობდა ხელშეკრულებით, ზოგი უვადო, ზოგი ვადიანი. ერთადერთი საშტატო ერთეული გენერალური დირექტორისაა, დანარჩენი ყველა ხელშეკრულებით ვმუშაობთ.

თუ, ვთქვათ, გვყავს 20 ოპერატორი და გვჭირდება 5, სწორედ ამისთვისაა საჭირო შტატების არსებობა - რათა  მოითხოვო 5 საშტატო ერთეული, ჩაატარო ატესტაცია და ის 5 თანამშრომელი დატოვო, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად შეესაბამება. ამიტომ გარკვეულ თაბნამდებობებზე შეიქმნება საშტატო ერთეულები და გამოცხადდება კონკურსები. მაგრამ ნიუსრუმს ეს საშტატო ერთეულები არ ეხება, აქ ადამიანები იმუშავებენ ხელშეკრულებით, მათ შორის გამოსაცდელი ვადით“, - ამბობს ია ანთაძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები დღეს ნინ ...

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომად ...
28 მარტი
28 მარტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი მ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობა ...
28 მარტი
28 მარტი

რუსთაველის ფონდი: საკონსტიტუციო სასამართ ...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი ...
^