Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბუკინისტების მხარდასაჭერად თსუ-თან ხვალ აქცია გაიმართება

19 მარტი, 2017 20:07

„აუდიტორია 115“ ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ბუკინისტების მხარდასაჭერად აქციას აანონსებს. 

„გასულ კვირას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მშრომელი ბუკინისტები გააფრთხილეს. ჩინოვნიკებმა დახლების მფლობელებს რამდენიმედღიანი ვადა მისცეს და წიგნების ალაგებისკენ მოუწოდეს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან. ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით უამრავი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას. ჩვენი უნივერსიტეტის მისადგომებთან გაშლილ თაროებზე არაერთხელ აღმოგვიჩენია წლობით ნანატრი გამოცემების უნიკალური ეგზემპლიარები. ბუკინისტებსა და უნივერსიტეტელებს შორის სრული ნდობა არსებობს. ალბათ, ამიტომაც ჩვენს პარტნიორებს ბევრი ჩვენგანისთვის დიდი დავიდარაბის გარეშე, დიდი ხნით ნისიადაც კი დაუთმიათ საინტერესო წიგნები“,- ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, შეკრებილებს მიწისქვეშა გადასავლელთან თავისუფალი მიკროფონი დახვდებათ, ნებისმიერს შეეძლება მიკროფონთან მისვლა და მის მიერ ბუკინისტებთან შეძენილი წიგნის შესახებ საუბარი,- „ქუჩაში ნაყიდ გამოცემათა შესახებ მოკლე მსჯელობებით სოლიდარობას გამოვუცხადებთ ადამიანებს, რომლებსაც ოჯახების გადასარჩენად წიგნებით ვაჭრობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ. ყველა წიგნის მოყვარულს, მწერალს, მთარგმნელს, პროფესორსა და მოქალაქეს ვიწვევთ ჩვენს შეკრებაზე (ამ ეტაპზე შეკრებას ტრადიციული საპროტესტო დემონსტრაციის სახე არ ექნება). მაღალი ხარისხის სოლიდარობის გამოხატვის შემთხვევაში, ვერც ერთი ჩინოვნიკი ვეღარ გაბედავს თავისუფლად და ყველასთვის სასარგებლოდ მშრომელი ადამიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

Linkin Park-ის ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტო ...

Linkin Park-ის ვოკალისტი ჩესტერ ბენინგტონი გარდაიცვალა. Reuters-ის ინფორმაციით, TMZ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათ ...
20 ივლისი
20 ივლისი

პრეზიდენტმა თვითმმართველობისა და საარჩე ...

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში შეს ...
20 ივლისი
20 ივლისი

შემოდგომაზე თბილისი მე-9 საერთაშორისო თე ...

თბილისი რიგით მე-9 საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან დაკავშირებით მერიაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც  თბ ...
^