Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეკანოზი: სიტყვებში „დასაბრედია" და „მარილზეა გასაშვები", არავის მკვლელობა არ მიგულისხმია

20 მარტი, 2017 10:58

„რაც შეეხება სიტყვებს „დასაბრედია", „მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია" - IPN-ის ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის წერილი ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „კვირის პალიტრას" მისწერა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მართალია, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ციანიდზე საუბრობს, მაგრამ ის არც შეუძენია და არც არასდროს ჰქონია. 

დეკანოზის წერილს, რომელიც IPN-მა გაავრცელა, „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემმა ადვოკატებმა მითხრეს, რომ პროკურატურას გამოუქვეყნებია ვიდეოები, სადაც სასულიერო პირისთვის შეუფერებლად ვლაპარაკობ. ალბათ, ძალიან მძიმე მოსასმენია ეს საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის დამაბნეველია. ძალიან ვდარდობ ამაზე. ყოველთვის ვებრძოდი სიფიცხეს ჩემში, სულ ვცდილობდი, სიმშვიდით, კეთილგონიერებით გამეწია წინააღმდეგობა იმ უსინდისობისთვის, საპატრიარქოში რომ სუფევდა. ეს ხან გამომდიოდა, ხან არა, ხან ვილანძღებოდი, ხან ვიმუქრებოდი ამის გამო და ხან ვლოცულობდი. ვმუშაობდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი იმისთვის, რომ ეკლესიის ქონების განკარგვაზე საზოგადოების არც ერთ წევრს არც ერთი კითხვის ნიშანი არ ჰქონოდა.
ძალიან მინდოდა, საპატრიარქოს კლინიკა საქართველოში ყველაზე საუკეთესო კლინიკად მექცია. გულწრფელად ვიტყვი, ამ ყველაფერს უამბიციოდ არ ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი შრომის მთავარი მოტივი ეკლესიის განდიდება და უწმინდესის სიყვარული იყო...

რაც შეეხება სიტყვებს „დასაბრედია", „მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი­ ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „მარიაჟობასაც" დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია. 

უფალი ბრძანებს, „თმანიცა თავისა თქვენისანი აღრიცხილ არიან წინაშე ღვთისა", ყოველივე ღვთის განგებით ხდება. ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

კანდელაკი: პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყა ...

„პირველად ისტორიაში, ჩვენ გვყავს კრემლის ექსტრემისტული ძალები პარლამენტში" - ამის შესახებ „ევროპული საქ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია წვევამდელთა სისტემაზე: პროფესიული ...

თუკი ერთი წვევამდელის უზრუნველყოფა სახელმწიფოს 9000 ლარი უჯდება, პროფესიული არმიის წარმომადგენლის უზრუნველყოფა 3-ჯერ მეტ ...
27 მაისი
27 მაისი

იზორია: უნდა მივუახლოვდეთ NATO-ს სტანდარ ...

კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღჭრვულობაზე იყოს მიმართული - ამის შესახებ NATO-ს საპარლა ...
^