Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: აკრძალვა ბუკინისტებსა და მშრალ ხიდზე მოვაჭრეებს არ შეეხებათ

20 მარტი, 2017 13:01

თბილისის მერიის განცხადებით, გარემოვაჭრეებს, რომლებსაც მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალათ, თბილისში არსებულ ბაზრობებზე 6 თვის განმავლობაში უფასოდ გააგრძელებენ საქმიანობას.

მერიაში „ლიბერალს" უთხრეს, რომ აკრძალვა ბუკინისტებსა და მშრალი ხიდის მოვაჭრეებს არ შეეხებათ.

„ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია იქნება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილები ცარიელია. ლიცენზია არ დასჭირდებათ. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი სხვა ლოკაციები" - ამბობენ მერიის პრესსამსახურში. 

მათივე განმარტებით, გარემოვაჭრეები წინასწარ გააფრთხილეს ცვლილების შესახებ. 

მერიის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა კანონსაწინააღმდეგოა, მოქალაქეები და დედაქალაქის სტუმრები შექმნილ პრობლემებზეც საუბრობენ, მათ შორის  შეფერხებაზე გადაადგილებისას, უსაფრთხოების ნორმების დაცვის ხელშეშლაზე, ანტისანიტარიაზე, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობაზე, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვაზე, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „უნებართვო გარე ვაჭრობის" წინააღმდეგ თბილისის მერიის ღონისძიებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გარე ვაჭრობის ნებართვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობა მისი შერჩევითი აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა. მოვაჭრეთა საქმიანობა კი მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული".

საიას განცხადებით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს არა ყოველგვარი გარე ვაჭრობა, არამედ აღნიშნული ქმედება „შესაბამისი ნებართვის გარეშე”.

„თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს" - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

საია: მარეგულირებელი ნორმების არარსებობის გამო, შესაძლოა, გარევაჭრობა შერჩევითად აღიკვეთოს

ბუკინისტების მხარდასაჭერად თსუ-თან აქცია გაიმართება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

GEM Fest-ზე დასაქმებულები ანაზღაურების ...

Gem Fest-ზე დასაქმებული პირები კუთვნილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით კვირის ბოლომდე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ,  ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ფონიჭალაში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 ...

ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა; შსს-ს ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.&nbs ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ბათუმში ძლიერი აფეთქების შედეგად 3 ადამი ...

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ორი სახლი დაინგრა და ორსაც ცე ...
^