Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს დავით ნარმანია გუშინ ნასვამი მართავდა ავტომობილს

20 მარტი, 2017 13:23

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქალაქის მერი გუშინ ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. 

მერიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გუშინ, 19 მარტს, ბელიაშვილის ქუჩაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები ავტომობილი არ ეკუთვნის არც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და არც პირადად დავით ნარმანიას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს დავით ნარმანიასა და თბილისის მერიის დისკრედიტაციას" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

28 მარტი
28 მარტი

აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლები დღეს ნინ ...

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა აქცია გამართეს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომად ...
28 მარტი
28 მარტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი მ ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობა ...
28 მარტი
28 მარტი

რუსთაველის ფონდი: საკონსტიტუციო სასამართ ...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც კონკურსში წარდგენილი ...
^