Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ბაზრობების ასოციაცია მზადაა, ექვსი თვის ვადით გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილი დაუთმოს

20 მარტი, 2017 14:26

თბილისის ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყონებლივ და შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული. ამის შესახებ განცხადებას თბილისის ბაზრობების ასოციაცია აქვეყნებს. 

„მოგახსენებთ, რომ თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული. გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის. რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა. თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამი ათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს. ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^