Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა

20 მარტი, 2017 15:46

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი, რომელზეც მან განაცხადა, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებდა.

„დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ პარლამენტს მოსმენების შესახებ კანონპროექტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა გამოვყოფ ორ ხარვეზს." - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი აზრით, ეს საკითხებია: სააგენტოს დამოუკიდებლობა,  „რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით უზრუნველყოფილი არ არის და ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე“, და „გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯი, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს".

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვეტოების გამოყენების პრაქტიკაზე ისაუბრა. 

„ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია აქვს. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იმავე კანონს დავადე ვეტო. მაშინ საპარლამენტო კოალიციურმა უმრავლესობამ ზარზეიმით ამცნო საზოგადოებას, როგორც დიდი წარმატება, რომ მათ დაძლიეს აღნიშნული ვეტო, თუმცა მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ ამ კანონის მოქმედება გააჩერა და დღეს სწორედ სასამართლო მიერ დაწესებული ვადის მიხედვით ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი პროექტის შემუშავება.

მინდა, საზოგადოებას გავახსენო ვეტოების ისტორია, რაკიღა ამ საკითხზე ვსაუბრობთ. მე ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან მიმართებაშიც გამოვიყენე, და სულ რამდენიმე დღეში მომივა ხელმოსაწერად ახალი კანონი,  რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა.

მინდა, შეგახსენოთ, რომ მაშინაც საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, თუმცა მალაევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ის კანონი, და ახლა ჩვენ წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ ვეტოს მოთხოვნებს, რომელიც ზარ-ზეიმით დაძლია პარლამენტმა.

მიმდინარე წელს, 25 იანვარს, მე გამოვიყენე ვეტოს უფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან მიმართებით. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელი იყო ვეტოს დაძლევა და, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა, მალევე ისევ სასკონსტიტუციო სასამართლოპმ გააჩერა ერთ-ერთი ის პუნქტი ამ კანონისა, რომელიც მე მქონდა ვეტოში გათვალისწინებული. ანუ საზოგადოებას შეუძლია, თვალი ადევნოს ვეტოების ისტორიას და გამოიტანოს დასკვნა, თუ რა შედეგს იღებს ამ ვეტოების პრაქტიკიდან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობები, ასევე ქვეყანა". - თქვა პრეზიდენტმა.

ამ სიტყვის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:  „მე არაერთხელ მოვისმინე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, ვიცი, რომ გაქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე მთლიანად ქართული საზოგადოებაც ინფორმირებულია, ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ სანამ კანონპროექტს მიიღებდნენ, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამათავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. იმ ფონზე, როდესაც ყველას გვესმის, რომ ვეტო დაძლევადია, მოგიწოდებთ, უკეთესი კანონები შევქმნათ, შეგვიძლია, ჩავუღრმავდეთ ამ შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის შესაძლებლობის დემონსტრირების ნაცვლად საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა" - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^