Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისაშვილი: ვაპირებ, გავასაჩივრო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება

20 მარტი, 2017 15:41

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას  სარჩელი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ეკა ბესელია რამდენიმე თვის წინ ელისაშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების უარყოფას და მორალური ზიანის 20 500 ლარით ანაზღაურებას მოითხოვდა.

ალეკო ელისაშვილს დაევალა, იმავე ტელეეთერით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ თავისივე განცხადებების უარყოფა და მორალური კომპენსაციისთვის  1000 ლარის გადახდა.

ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და მას უსამართლოს უწოდებს.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ, გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. მიმაჩნია ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ურთმელიძეებისა და ნაზღაიძეების გვერდით მოსამართლე კუჭავაც არის და დასტურია, რომ სასამართლო ჯიბეში უდევთ იმიტომ, რომ ბესელიას სარჩელის შეგებებული სარჩელი მქონდა, სადაც ასევე ბესელიას ნათქვამის მიხედვით, ჩემ წინააღმდეგ პროკურატურაში საქმე იყო აღძრული -  ეს ბესელიას მიერ გამოთქმული აზრი იყოო და ელისაშვილის ნათქვამი კი მტკიცება და შეურაცხყოფაო - ასეთი არაადაკვატური და სამარცხვინო იყო მოსამართლის გამოსვლა.  მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან სამარცხვინო და უსამართლო გადაწყვეტილება“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი

სასამართლო დავა შეეხებოდა ალეკო ელისაშვილის საჯარო განცხადებებს, რომელშიც საკრებულოს დეპუტატი ეკა ბესელიას პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^