Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-თან ბუკინისტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

20 მარტი, 2017 15:59

ამ წუთებში თსუ-ს პირველ კორპუსთან  ბუკინისტების მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს. „აუდიტორია 115“ სოლიდარობას უცხადებს ადამიანებს, „რომლებსაც ოჯახების გადასარჩენად წიგნებით ვაჭრობის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენიათ“.

„ბუკინისტები თავიანთი შრომითა და შესაძლებლობებით ჩვენთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიმდებარედ მშრომელმა ყველა ბუკინისტმა უნდა იცოდეს, რომ ისინი მერიის წინააღმდეგ განიარაღებულები არ დარჩებიან და მათ გვერდით ვიდგებით ბოლომდე. არც ერთ ეტაპზე ისინი მარტო არ დარჩებიან. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მერია ამბობს, რომ ისინი ბუკინისტებს არაფერს ერჩიან, მაგრამ თუ ხვალ ვინმემ წიგნებთან ერთად კალამი და რვეულიც გაყიდა, მას თაროების აღებას მოსთხოვენ“,- აცხადებს „აუდიტორია 115-ის“ წევრი ლევან ლორთქიფანიძე.

აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, ბუკინისტები საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათი საქმიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო პროცესთან.  ისინი განმარტავენ, რომ ძველი წიგნების შემგროვებელთა დახმარებით ბევრი პროფესორი და სტუდენტი ახერხებს შეღავათიან და ხელმისაწვდომ ფასად კლასიკური ლიტერატურის სასურველი ნიმუშების მოძიებას.

„ჩვენი უნივერსიტეტის მისადგომებთან გაშლილ თაროებზე არაერთხელ აღმოგვიჩენია წლობით ნანატრი გამოცემების უნიკალური ეგზემპლიარები. ბუკინისტებსა და უნივერსიტეტელებს შორის სრული ნდობა არსებობს. ალბათ, ამიტომაც ჩვენს პარტნიორებს ბევრი ჩვენგანისთვის დიდი დავიდარაბის გარეშე, დიდი ხნით ნისიადაც კი დაუთმიათ საინტერესო წიგნები“.

პროტესტი გასულ კვირას მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ბუკინისტების გაფრთხილებამ გამოიწვია. აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, მათ დახლების მფლობელებს რამდენიმედღიანი ვადა მისცეს და წიგნების ალაგებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^