Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარამიძე: მინიმუმ ამ ეტაპზე დეკრიმინალიზება იქნებოდა მეტისმეტად წინდაუხედავი ნაბიჯი

20 მარტი, 2017 16:31

„დეკრიმინალიზება მინიმუმ ამ ეტაპზე იქნებოდა მეტისმეტად წინდაუხედავი ნაბიჯი, მაგრამ რაც შეეხება ლიბერალიზაციას, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე ბარამიძემ.

მისი თქმით, ამ კუთხით გადადგმული ყველა ნაბიჯი დაფუძნებული უნდა იყოს ინფორმირებულ გადაწყვეტილებაზე.

როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის შენიშვნას, რომ სახელმწიფოს არ უნდა შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. მისი თქმით, ბოლო წლებში ნარკოპოლიტიკის კუთხით გატარებული ცვლილებები პოლიტიკის ლიბერლიზაციისკენ იყო მიმართული.

„გავიხსენეოთ, მაგალითად, რომ გაიმიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და შენახვა/შეძენას  შორის. გავიხსენოთ ის, რომ გაუქმდა ვალდებულება სამედიცინო პერსონალისადმი, რომ ზედოზირების შემთხვევაში შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს ამგვარი ფაქტის შესახებ. ასევე ჩვენ ვდგავართ სრულიად ახალი ინიციატივის წინაშე, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტში უკვე გაიგზავნა - ეს გახლავთ ინიციატივა, რომლის თანახმადაც, გაუქმდება მარიხუანისა და მცენარე კანაფის გარკვეული ოდენობის ფლობისთვის  თავისუფლების აღკვეთა.

ეს ყველაფერი მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ჩვენ მივდივართ ლიბერალიზაციის მიმართულებით. ჩვენ არ მივდივართ დეკრიმინალიზების მიმართულებით, ვსაუბრობთ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის შემსუბუქებასა და მცირე დოზის შემთხვევაში, მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით, საპატიმრო სასჯელისა და ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაზე“, - განაცხადა ბარამიძემ.

ზედოზირების შემთხვევებზე ჩასაფრებული პოლიცია - ნალოქსონი კი რეცეპტით

300-ლარიანი ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო მარიხუანის მოწევისთვის - სამინისტროს პროექტი

„თეთრი ხმაური": სამინისტროს პროექტი მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებასაც კი არ ახდენს

„გირჩი": მარიხუანაზე სამინისტროს კანონპროექტი თვალებში ნაცრის შეყრის მორიგი მცდელობაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^