Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის კვლევა: უმუშევრობა, სოციალური გარემო - წამალდამოკიდებულების ხელშემწყობი ფაქტორი

20 მარტი, 2017 18:04

პროკურატურის მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული 1 163 პრობაციონერიდან 32,9%-მა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პირველ მოტივად ცნობისმოყვარეობა დაასახელა. მეორე მოტივად - გართობა.

პროკურატურამ და სასჯელაღსრულების სამინისტრომ პრობაციონერებთან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების კვლევა ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1 163-მა პრობაციონერმა თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან. შეირჩნენ 273-ე მუხლით ნასამართლევი პრობაციონერები. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა  2016 წლის 1 ივნისიდან 15 ივლისამდე.

უწყების მიერ წარმოებული კვლევით, მნიშვნელოვანი მოტივი აღმოჩნდა: უარყოფითი განცდების განეიტრალება, დეპრესიის დაძლევა (9,8%), ავტორიტეტული თანატოლების ან უფროსების მიბაძვა (7,7%), მეგობრების წრეში დამკვიდრების სურვილი (7,1%), ძლიერი ემოციის განცდის სურვილი (6,9%), ცხოვრების დაძაბული რიტმი (6,2%), გარემოსადმი მიმართული საპროტესტო რეაქციები (3,9%), ჯანმრთელობის მდგომარეობა (2,6%). მცირე რაოდენობით დასახელდა მუქარა ან სხვა სახის იძულებითი ქმედება (0,2%) და ალკოჰოლის მიღება (0,1%).

უწყების განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ფაქტორად დასახელდა ბევრი თავისუფალი დროის ქონა, უმუშევრობა (28,9%), მეორე ფაქტორად დასახელდა სოციალური გარემო, ოჯახი და სამეგობრო წრე (19,4%). ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორები აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალებაზე მარტივი ხელმისაწვდომობა (14,3%), ფინანსური და სოციალური პრობლემები (12,6%) და ა.შ.

რაც შეეხება ინფორმირებულობას ნარკოტიკული საშუალების პირველად მოხმარების დროს, რესპონდენტების 81.7 %-მა განაცხადა, რომ ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ისჯება კანონით.

პროკურატურაში დღეს გამართულ შეხვედრას არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის შეფასებით, საყურადღებოა ის მონაცემი, რომ გამოკითხულთა 81%-მა იცოდა, მოხმარების გამო სისხლისსამართლებრივი პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მოიხმარა ნარკოტიკი.

„ეს რას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ ფსონს ვდებთ მოხმარების კრიმინალიზებაზე, როგორც შემაკავებელ ფაქტორზე, თუ ეს 81%-მა იცის და მაინც სინჯავს, რამდენად არის ეს უკვე შემაკავებელი ფაქტორი, ამის [გაცნობიერება ამ მიდგომის] გადასინჯვის საშულებას მოგვცემდა", - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ (72,9%) პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მარიხუანა მოიხმარა. რესპონდენტთა 11% (n=127) ამბობს, რომ პირველად ოპიუმი გასინჯა, ხოლო 7,2%-ის  განცხადებით, პირველ ნარკოტიკულ საშუალებად მოიხმარა ჰეროინი. მცირე პროცენტული განაწილებით გვხვდება სხვა ნარკოტიკული საშუალება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ რესპონდენტთა 59,2%, ვინც პირველად მოხმარებულ ნარკოტიკულ საშუალებად მარიხუანა დაასახელა, აცხადებს, რომ არ გამხდარა დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებაზე, ხოლო 40,8%-ის განცხადებით, გახდა დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებაზე.

უწყების განცხადებით, კვლევის მიზანი იყო იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოტიკული საშუალებებისადმი ინტერესსა და დამოკიდებულებას. მათი თქმით, კვლევის შედეგები დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პრევენციისთვის საჭირო საქმინობის დაგეგმვასა და რეალიზებაში.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელების აუცილებლობას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევ მიზეზებთან საბრძოლველად. ვინაიდან განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს ახალგაზრდები წარმოადგენენ, მნიშვნელოვანია პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმა სკოლის მოსწავლეებთან და ახალგაზრდებთან. მნიშვნელოვანია ოჯახისა და სკოლის ინსტიტუტების ჩართვა პრევენციის პროცესში. წინამდებარე კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს პრევენციული ხასიათის აქტივობების განხორციელებას", - ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^