Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვიმრაძე 1 არხზე დამატებულ GDS-ის ყოფილ ჟურნალისტებზე: იმას ველაპარაკები, ვინც მაინტერესებს

20 მარტი, 2017 18:45

საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობას GDS-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი გააგრძელებს. ხოლო ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები "2030-ის" ყოფილ წამყვან მაკა ცინცაძესთან. ამის შესახებ ინფორმაცია "ლიბერალს" საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ მიაწოდა. 

"მე ველაპარაკები იმას ვინც მაინტერესებს. GDS-ის ჟურნალისტებს იმიტომ ველაპარაკები, რომ ვხედავ იმ პოტენციალს რომლის განვითარებაც შესაძლებელია და რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენოს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვისთანაც ამ წუთას ვიღაცეები ლაპარაკობენ, რომ წაიყვანონ, მაგრამ სანამ ისინი არავის წაუყვანია მირჩევნია ახლა ველაპარაკო საჩქაროდ რომ  სხვამ არ დამასწროს, "- ამბობს გიორგი გვიმრაძე.

როგორც გვიმრაძე ამბობს, საზოგადეობრივ მაუწყებელზე ბევრი რამეა დასალაგებელი, ამიტომ უჭირს  ამ ეტაპზე იმის თქმა საბოლოოდ რამდენი ჟურნალისტის დამატება გახდება საჭირო. ის ასევე აღნიშანავს, რომ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა GDS-ის ყოფილი 5 თანამშრომელი დაიმატა. 

ახლად გაფორმებული თანამშრომლები არიან: GDS-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, ეკა შონიაიგი პირველი არხის დაგეგმვის რედაქტორი იქნება. ვებგვერდ 20/30.news.-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ირინადეკანოიძე, პირველი არხის ვებრედაქტორად იმუშავებს.

გადაცემა  20/30-ის ყოფილი პროდიუსერები - თამუნა კენკიშვილინათია თოიძე დამაია ჭუჭულაშვილი დღის ახალი ამბების დაგეგმვის რედაქტორების მოვალეობას შეასრულებენ.

„ტელევიზიაში საშტატო განრიგი არ არსებობს. ჩვენ დაგვხდა სიტუაცია, როდესაც ყველა თანამდებობა არსებობდა ხელშეკრულებით, ზოგი უვადო, ზოგი ვადიანი. ერთადერთი საშტატო ერთეული გენერალური დირექტორისაა, დანარჩენი ყველა ხელშეკრულებით ვმუშაობთ.

თუ, ვთქვათ, გვყავს 20 ოპერატორი და გვჭირდება 5, სწორედ ამისთვისაა საჭირო შტატების არსებობა - რათა  მოითხოვო 5 საშტატო ერთეული, ჩაატარო ატესტაცია და ის 5 თანამშრომელი დატოვო, რომელიც შენს მოთხოვნებს უფრო მეტად შეესაბამება. ამიტომ გარკვეულ თაბნამდებობებზე შეიქმნება საშტატო ერთეულები და გამოცხადდება კონკურსები. მაგრამ ნიუსრუმს ეს საშტატო ერთეულები არ ეხება, აქ ადამიანები იმუშავებენ ხელშეკრულებით, მათ შორის გამოსაცდელი ვადით“, - ამბობდა "ლიბერალთან" საუბარში საზოგადეობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე.

GDS-ის 5 ყოფილი თანამშრომელი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იწყებს მუშაობას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^