Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იონათამიშვილი - აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებთან კონკრეტული შეთავაზება გვექნება

20 მარტი, 2017 20:00

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პარასკევამდე წყვეტენ შიმშილს. მშობლებმა ეს გადაწყვეტილება "ლიბერალთან" დეპუტატ, რატი იონათამიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღეს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, აუტიზმის მქონე ბავშვების მოშიმშილე მშობლებსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთშეთანხმება მოხდეს. პარასკევს ორივე მხარე შეხვდება, ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს იქნება ბავშვების ინტერესებზე მორგებული, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თბილისის მერიასთან დილიდან მოშიმშილე მშობლებს, რომლებიც 40-მდე ბავშვის რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ.

კონკრეტულად, რა სახის შეთანხმებას უნდა ველოდოთ და ისარგებლებენ თუ არა ეს ბავშვები ABA თერაპიით, ჯერ უცნობია. იონათამიშვილი ამბობს, რომ წინასწარ ამაზე ვერ ისაუბრებს. 

"დაველოდოთ პარასკევის შეხვედრას, რომლის დროსაც მათთვის სამართლიანი შეთავაზება გვექნება", - ამბობს პარლამენტის წევრი. 

მშობლები დილიდან თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მშობლები იმ დებულების ქვეპუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რომელშიც წერია, რომ რეაბილიტაციის პროგრამაში მხოლოდ ის ბავშვები არიან ჩართულები, ვინც დედაქალაქში 2015 წლის 1 ივლისამდეა დარეგისტრირებული. მერი მათ არ შეხვდა, ამიტომ გადაწყვიტეს შიმშილი დაეწყოთ. 

ერთ-ერთი მშობლის, მარი კორკოტაძის ინფორმაციით, მშობლები შიმშილს პარასკევამდე შეწყვეტენ, თუმცა თუ შეხვედრაზე კონკრეტული შემოთავაზება არ მიიღეს ან შეამჩნიეს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მათი და იმ მშობლების დაპირისპირების პროვოცირებას, ვისი შვილებიც უკვე სარგებლობენ ამ სერვისით, შიმშილს აღადგენენ უკვე თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის გადაყენების მოთხოვნით. 

ამავე თემაზე: ვიდეო►ბავშვთა უფლებები ყველა პრემიაზე მაღლაა - რას ითხოვენ მშობლები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^