Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძლიერმა ქარმა თბილისში ავტომობილები დააზიანა

20 მარტი, 2017 19:17

დიდ დიღომში „გუდვილთან“ და მუხათგვერდის სასაფალაოსთან, ავტომობილებს ძლიერი ქარის გამო ხე დაეცა. როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან. სააგენტოს განცხადებით, დიდი დიღომი და გლდანი ამ ეტაპზე პრობლემური უბნებია. მათივე ინფორმაციით, გორში ძლიერმა ქარმა რამდენიმე შენობა დააზიანა.

„არის ერთნაირი ტიპის გამოძახებები - ხეების ტოტების მოგლეჯა და ასე შემდეგ. დიდ დიღომში მანქანაზე დაეცა ხე და საქარე მინა დააზიანა, ასევე მუხათგვერდის სასაფალაოსთან, ძირითადად იდენტური ტიპის გამოძახებები იყო, დაშავებული არავინ არ არის“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში

რუსთავში კი  ქარმა სპორტის ქუჩის #2-თან ორი ხე მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^