Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მღებრიშვილი: არავინ არავის არაფერს არ უდებს

20 მარტი, 2017 22:05

„არავინ არავის არაფერს არ უდებს. ყველა ის განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით ემსახურება ერთ მიზანს, ეს არის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და მეტი არაფერი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

„არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია... ის ფაქტები, რაც სახეზე გვაქვს არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით არის მოგონილი", - აცხადებს მღებრიშვილი.

პოლიციელების მიერ ნარკოტიკების შესაძლო ჩადების შესახებ ბრალდებებს გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. მისი თქმით, როდესაც არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები, იმაზე საუბარი, რომ პოლიციამ დანაშაული ჩაიდინა, არასწორია.

15 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს. შსს-ს განცხადებით, ხარშილაძეს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა  2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს. ელისო კილაძე აღნიშნულს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილმა, ანა მარგველაშვილმა 19 მარტს განაცხადა, რომ მის მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^