Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: მომხრე ვარ, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე რაოდენობრივი კვოტა შემცირდეს

21 მარტი, 2017 16:57

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება. მისი თქმით, მომხრეა, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე რაოდენობრივი კვოტა შემცირდეს. მინისტრი ე.წ. უფასო ფაკულტეტების გაუქმებას გამორიცხავს, მაგრამ, მისი თქმით, გაჩნდება მოთხოვნა, რომ სტუდენტმა გარკვეულ დონეზე უნდა ისწავლოს, რათა ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ადგილი შეინარჩუნოს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში უფასო ფაკულტეტები გარდა იმ ხალხისა, ვისაც კონკრეტულად ამ მიმართულებით უნდა პროფესიის შეძენა, გახდა ნავსაყუდელი იმ ადამიანებისთვისაც, ვინც სხვაგან ვერ ჩააბარა და მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა ამ ფაკულტეტების არჩევა. აკადემიური მოსწრება ხშირ შემთხვევაში უფასო ფაკულტეტებზე არის საკმაოდ დაბალი, ჩემი სურვილია, უფასო სწავლა აკადემიურ მოსწრებასთან იყოს დაკავშირებული, უფასო ფაკულტეტი კარგია იმ შემთხვევაში, თუ რეალურად სწავლობ და იძენ პროფესიას. მე ვარ მომხრე, რომ რაოდენობრივი კვოტები შემცირდეს, უფასო ფაკულტეტების იდეას ვემხრობი. ვფიქრობ, სპეციალობების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ თითოეულზე უფასოდ სწავლის საშუალება მიეცემათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც რეალურად სწავლობენ და ნამდვილად დებენ შედეგს“,- განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილი გახდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^