Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: თუ პირი ევროპიდან ვადაში არ დაბრუნდა, ინფორმაცია სპეცპროგრამით უწყებებს გადაეცემა

23 მარტი, 2017 10:38

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე დამონტაჟდება სპეციალური პროგრამა, რითაც გაკონტროლდება, შემდეგ კი ინფორმაცია გადაეცემა შესაბამის უწყებებს იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობის შემდეგ პიროვნება დროულად არ დაბრუნდება. პრემიერის თქმით, თუ პირი 90 დღის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნდება, ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც მიეწოდება.

მისი თქმით, საჭირო ხარჯს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პირს დაეკისრება ეს ხარჯი.

„ჩვენ სპეციალურ ცვლილებებს ვახორციელებთ საბაჟო კონტროლის სისტემაში. იუსტიციის სამინისტრო შსს-სთან ერთად მუშაობს ამ საკითხზე. მოგეხსენებათ, როდესაც ადამიანი მიდის ვიზით ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, მისი შემოსვლის თარიღის დაფიქსირება კონტროლის მიზნით არ ხორციელდება. ანუ, ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას, საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე, როდესაც ადამიანი მიემგზავრება ევროპის მიმართულებით, იმ სამი თვის შემდეგ, რომელიც გათვალისწინებულია უვიზო მიმოსვლის პროცედურებით, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და ინფორმირება მოხდება იუსტიციის და შს სამინისტროების, რომ ესა თუ ის პიროვნება ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში, სწორედ ამ დროს ჩვენ ცირკულარულად გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და პრაქტიკულად ჩვენი მხრიდან დავიწყებთ მოძიებას ამ ადამიანის, იმისათვის, რომ მიეწოდოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, და მოხდება რეადმისიის პროცედურის დაწყება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო დააფინანსებს ამ ხარჯებს, ხოლო შემდგომში თვითონ ამ ვადის დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი. ეს მინდა ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცოდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიღწევა, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ 90 დღის გასვლის შემდეგ აინთება წითელი სიგნალი ჩვენს საბაჟო სისტემაში, ჩვენ დავიწყებთ ინფორმაციის გაგზავნას ევროკავშირთან. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით ნაკლებად იყოს შესაძლებელი. მინდა, ყველა მოქალაქე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაემგზავრება, უვიზო მიმოსვლის წესებით იცოდეს წინასწარ", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^