ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა - ამის შესახებ „ლიბერალს" შსს-ში უთხრეს. სამინისტროს განმარტებით, იგი სავარაუდოდ ნაგვის ურნებს დაეჯახა.
გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.