Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Civil Pitch - კონკურსი სოციალურ თემებზე დოკუმენტური ფილმების გადასაღებად

23 მარტი, 2017 18:01

დღეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ საკონფერენციო დარბაზში კინოდოკუმენტალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა“ და „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი კონკურსი რეჟისორებსა და პროდიუსერებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობისა და დოკუმენტური ფილმის გადაღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცემათ, იმუშაონ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად და  თავიანთი სამუშაო თემები  ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი გახადონ.

Civil Pitch-ის ფარგლებში, რომელიც საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CineDoc-Tbilisi-ის ნაწილია, არასამთავრობო ორგანიზაციები და რეჟისორები ერთმანეთის დახმარებით გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმებს ადამიანის უფლებებზე, გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მშვიდობის მშენებლობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ა.შ.

განაცხადების მიღება 10 აპრილამდე გაგრძელდება, გამარჯვებული პროექტები კი 10 000 და 3 000 აშშ დოლარით დაფინანსდება.

„10 აპრილამდე ვიღებთ განაცხადებს, შემდეგ კომისია ამ ყველაფერს გაივლის და რაც შეიძლება მალე ვეცდებით, რომ არჩეული პროექტები ჩვენს ვებგვერდზე გამოვაქვეყნოთ. შემოვა არასამთავრობო ორგანიზაციების იდეები, რომლებიც გაივლიან კონკურსს და შეირჩევა მაქსიმუმ 10 პროექტი. ჩვენი იდეაა 10 ფილმის გადაღება. ფიჩინგის შემდეგ, 10 პროექტიდან შეირჩევა ერთი პროექტი, რომელსაც „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ დააფინანსებს 10 000 აშშ დოლარით, მეორე პროექტს კი „ღია საზოგადოება საქართველო“ - 3 000 აშშ დოლარით. ორი პროექტის არჩევის შემთხვევაში ეს თანხა ორად გაიყოფა“, - განაცხადა CineDoc-Tbilisi-ის დამაარსებელმა არჩილ ხეთაგურმა.

პროექტში მონაწილეობის საშუალება ექნება იმ რეჟისორებსა და პროდიუსერებს, რომლებსაც უმუშავიათ სულ მცირე ერთ აუდიოვიზუალურ  პროექტზე (მოკლე, ან სრულმეტრაჟიანი ფილმი) და დაინტერესებულნი არიან აღნიშნული თემებით, ასევე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ზემოთ აღნიშნულ სოციალურ პრობლემებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^