Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსხილაძე: წარმოდგენილი დოკუმენტით, ახალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში 15 გადაცემა გავა

23 მარტი, 2017 19:14

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს არხის მენეჯმენტმა ახალი სატელევიზიო სეზონისთვის გადაცემების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დოკუმენტი გაუგზავნა, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, ახალ სეზონზე მაუწყებლის ეთერში მხოლოდ 15 გადაცემა გავა.

ამის შესახებ „ლიბერალს“ საბჭოს წევრმა, ქეთევან მსხილაძემ უთხრა. მისი თქმით, დოკუმენტი სამუშაოა და შესაძლოა, ეს ციფრი შეიცვალოს. დღეს მაუწყებელზე სულ 31 გადაცემა გადის.

„წარმოდგენილი დოკუმენტით, 15 გადაცემა იქნება ეთერში. აქედან ნაწილი გავა კონკურსზე და ნაწილი შიგნითვე დამზადდება უკონკურსოდ;  კონკურსზე რაც გავა, იმ მიმართულებებზე ცხადია, ტელევიზიის თანამშრომლებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და სხვებსაც განცხადების შემოტანა. რაც შეეხებას იმ მიმართულებებს, რომელიც ადგილზე დამზადდება და კონკურსი არ გამოცხადება;  ესაა საინფორმაციო და პოლიტიკური ტოქშოუ; ჟურნალისტური გამოძიება; ისევ და ისევ ვამბობ, ეს არის წინასწარი მონახაზი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს.“ - ამბობს ქეთევან მსხილაძე.

მისივე თქმით, წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, მაუწყებლის ეთერში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ტოქშოუ გავა და ისიც შიდა რესურსით უნდა მომზადდეს. ქეთევან მსხილაძის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სალომე ასათიანის ტოქშოუ აღარ გავა ახალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერით. სავარაუდოდ, აღარ გავა არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ „ვექტორი“

„სალომე ასათიანის ტოქშოუ აღარ იქნება, სამწუხაროდ, წარმოდგენილ დოკუმენტში ერთ ტოქშოუზეა საუბარი და ისიც არ გადის კონკურსზე; სალომეს გადაცემა „რადიო თავისუფლებისა“ და მაუწყებლის ერთობლივი პროდუქტია“.

სოციალური მიმართულების გადაცემებზე, კულტურაზე, საბავშვო გადაცემებსა და ა.შ. კონკურსი გამოცხადდება.

ზუსტად რომელ მიმართულებებზე გამოცხადდება კონკურსი; როგორი იქნება კონკურსის პირობები და ვინ შევა საკონკურსო კომისიებში, ამის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირაში გახდება ცნობილი;  კონკურსი კი, მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლის თინათინ ბერძენიშვილის თქმით, 2 აპრილს უნდა გამოცხადდეს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადაცემებისთვის კონკურსს 2 აპრილს გამოაცხადებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^