Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გასულ წელს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 4 432 პირიდან მხოლოდ 18 გამართლდა

24 მარტი, 2017 16:27

2016 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა ნარკოტიკულ დანაშაულში (სსკ 260-174-ე მუხლები) ბრალდებულ 4 432 პირზე გამოიტანეს განაჩენი. ჯამში, 2016 წელს სასამართლოებმა განაჩენი სულ 16 064 პირთან დაკავშირებით გამოიტანეს. შესაბამისად, ნარკოდანაშაული მთლიანობაში განხილული საქმეების 27.5%-ია.

„ლიბერალის“ მიერ უზენაესი სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მათგან 2 680 (60,4% ) პირზე განაჩენი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოიტანეს, ხოლო არსებითი განხილვით -1 752-ზე (39,5%).

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული 4 432 პირიდან მხოლოდ 18 (0.4%) გამართლდა, ხოლო 4 222 (95%) მსჯავრდებულია.

192 პირზე კი აღნიშნულია, რომ საქმე განხილულია სასჯელის დაუდებლად, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი გამტყუნდა, თუმცა სასჯელი არ შეეფარდა (აღნიშნული საქმეები უკავშირდება მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას).

ანგარიში: 2015 წელს სასამართლომ ნარკომოხმარებისთვის მსჯავრი 2 191 ადამიანს დაადო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^