Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ იმუშავებს და რა ჯარიმებს გამოიყენებს ქვეითი ინსპექტორი

24 მარტი, 2017 16:46

3 აპრილიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში ქვეითი ინსპექტორები დაიწყებენ პატრულირებას, რომლებსაც უფლება ექნებათ, ფიზიკური და იურიდიული პირები ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმონ.

როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ „ლიბერალს“ განუცხადა, ქალაქში სულ 20 ინსპექტორი იმოძრავებს, რომლებიც 10 ჯგუფად დაიყოფიან.

მისივე თქმით, ინსპექტორები პატრულირებას, ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებში დაიწყებენ - რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირები, ლესელიძის ქუჩა, აბანოთუბანი, მეიდანი, კოლმეურნეობის მოედანი, ნარიყალა, ძველი თბილისი, ვაკის პარკი, კუს ტბა და ამ უბნებში განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელები.

„პატრულირება ამ ტერიტორიებს მოიცავს პირველ ეტაპზე, ინსპექტორები ძირითად დროს ცენტრალურ უბნებს დაუთმობენ, მაგრამ იქნება დღეები, როდესაც როტაციის პრინციპით გადანაწილდებიან სხვადასხვა ქუჩაზეც“,- თქვა დავით დოლიძემ.

რაც შეეხება პატრულირების გრაფიკს, მისი განმარტებით, ზოგიერთი ჯგუფი დილის 9-დან და 6 საათამდე იმუშავებს, ზოგიერთი კი პირიქით - საღამოს 6-დან ღამის 12 საათამდე.

ჯარიმის რაოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ამგვარია:

ფიზიკური პირი, რომელიც ქუჩაში 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს დაყრის, დაჯარიმდება 80 ლარით. ხოლო თუ ფიზიკური პირი 2 კგ-მდე საყოფაცხოვრებო ნარჩენს შენობა-ნაგებობიდან გადააგდებს, დაჯარიმდება 100 ლარით.

2 კგ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენის შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით, შენობა-ნაგებობიდან გადაგდების შემთხვევაში კი - 500 ლარის ოდენობით.

1 კუბამდე სამშენებლო ან ინერტული მასალის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.

1 კუბზე მეტი სამშენებლო ან ინერტული მასალის ქუჩაში დატოვების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი - 1500 ლარით.

დავით დოლიძის თქმით, ინსპექტორები პატრულირების დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას გაივლიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^