Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქმა მთხოვა, რომ არ დამეტოვებინა თანამდებობა

24 მარტი, 2017 18:55

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადა, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას პატრიარქის თხოვნით დაუბრუნდა.

„მისი უწმინდესობა არის ჩემი მმართველი მღვდელმთავარი, აქედან გამომდინარე, მან მთხოვა, რომ არ დამეტოვებინა თანამდებობა. შევხვდი მას რამდენიმე დღის წინ. ჩვენ ვისაუბრეთ კარგა ხანს ამასთან დაკავშიორებით და მან ბრძანა, რომ მე დიდი გამოცდილება მაქვს საპატრიარქოში მუშაობის, ამიტომ ჩემი წასვლა დამაზიანებელი იქნება, ამიტომაც მე დავუბრუნდი თანამდებობას“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა

დეკანოზის განცხადებით, „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში მამალაძე მისი თანამდებობის დაკავებაზეც საუბრობს, ამიტომ ის პროკურატურამ დაკითხა

„ფარულ ჩანაწერებში მამალაძე მახსენებს მე როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს და ის აცხადებს, რომ მას ჰქონდა ამბიცია ჩემი თანამდებობის დაკავების თაობაზე, კიდევ სხვა თანამდებობის პირების თანამდებობით იყო ის დაინტერესებული, აქედან გამომდინარე პროკურატურას გაუჩნდა ჩემთან აბსოლუტურად ლოგიკური კითხვები, რა პოზიციას ვიკავებდი მე საქართველოს საპატრიარქოში და რა ინტერესი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მხრიდან ჩემი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში. ამ საკითხებთან  დაკავშირებით პროკურატურას მივეცი ამომწურავი ინფორმაცია“, - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა პროტესტის ნიშნად თებერვალში დატოვა. დეკანოზი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა ის სიცრუეში დაადანაშაულა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^