Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას უმართებულოდ არ ჩაერიოს ეკლესიის შიდა პროცესებში

24 მარტი, 2017 19:25

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა რექტორთა საბჭოს განცხადება, რომელიც საბჭომ 15 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღო. რექტორთა საბჭოში შედიან აკრედიტირებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისა და  და რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის რექტორები. 

განცხადებას "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ 

“2017 წლის 15 მარტს, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას თავმჯდომარეობით, გაიმართა საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელებლების რექტორთა საბჭოს სხდომა.

რექტორთა საბჭომ მიიღო განცხადება

რექტორთა საბჭო ულოცავსსაქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.
საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა ბოლო 40 წლის მანძილზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს. 

რექტორთა საბჭო შეშფოთებით ადევნებს თვალს, უკანასკნელ ხანს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, მისი მეთაურის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, ულოცავს მას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა, რექტორთა საბჭო  გამოთქვამს რწმენას, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია  მისი მეთაურის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინამძღოლობით ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^