Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► აქცია პარლამენტთან - „დავიცვათ სიცოცხლე გზებზე“

25 მარტი, 2017 16:18

„დავიცვათ სიცოცხლე გზებზე“, „არა ავტოკატასტროფებს“, „საგზაო უსაფრთხოება - ქვეყნის პრიორიტეტი“ - დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართა. ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საგზაო უსაფრთხოების კუთხით ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს და ავტოკატასტროფების პრევენციაში საზოგადოების როლზეც ისაუბრეს.

„საზოგადოების ჩართვა ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია წლების განმავლობაში მოითხოვს ამ წესების გამკაცრებას, ხელსიფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება არ არის. შსს-ს სხვანაირი პოლიტიკა სჭირდება და ამის მოგონება არ არის ჩვენი ამოცანა, ველოსიპედი მეორედ არ უნდა გამოვიგონოთ. არის წარმატებული ქვეყნების პრაკტიკა და ეს უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა, ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი პოლიტიკა არ მუშაობს. პატარაიას შეფასებით, ამ პრობლემას მხოლოდ ხელისუფლება ვერ მოაგვარებს, რადგან საზოგადოების განწყობაა იმგვარი, რომ მანქანით მანევრირება და სწრაფად მართვა კარგ ტონად ითვლება. 

„ავარიაცაა და ავარიაც. როცა ადამიანი კვდება, მძღოლი გირაოთი და ჯარიმით არ უნდა გათავისუფლდეს. იმიტომაა, რომ მერე ყველასთვის სულერთია საგზაო წესები. თუკი შეიცვლება მენტალიტეტი, რომ საგზაო უსფრთხოების წესების დარღვევა კარგი ტიპობა არაა, მაშინ გვეშველება“.

მისი თქმით, მოქალაქეებს პატრული გზებზე წესრიგის დასამყარებლად სჭირებათ და არა იმისთვის, რომ მარიხუანას მწეველ ადამიანებს სდიოს უკან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^