Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაშვილების პირდაპირი წესი, როდესაც მშობელი თვითონ ირჩევს მშვილებელს, შესაძლოა, გაუქმდეს

27 მარტი, 2017 12:23

შვილად აყვანის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ერთ-ერთი ცვლილებება შვილად აყვანის პირდაპირ წესს ეხება. კერძოდ, კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პირდაპირი შვილად აყვანის წესი უქმდება.

მოქმედი კანონით, ბიოლოგიურ დედას შეეძლო, პირდაპირი წესით მიეშვილებინა შვილი სასურველი მშვილებლისთვის. ამისთვის ბიოლოგიურ დედას უნდა მიემართა სოციალური სააგენტოსთვის, სააგენტო სწავლობდა ოჯახის ისტორიას და საბოლოოდ მათი ნებართვით ხდებოდა ბავშვის გაშვილება.

მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთელის თქმით, დღემდე არსებული სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში შვილად აყვანილი ბავშვების 40% პირდაპირი წესით იყო გაშვილებული.

შეკითხვაზე, თუ რატომ უქმდება პირდაპირი წესით გაშვილების შესაძლებლობა, მარი წერეთელმა გვიპასუხა.  

„პირდაპირი მიშვილების წესის გაუქმების მოტივაცია განაპირობა გარკვეულმა ეჭვმა, ხომ არ იყო აქ ჩრდილოვანი ხაზი“ - განაცხადა მარი წერეთელმა.

მისივე თქმით, კანონში დარჩება გამონაკლისი შემთხვევები, კერძოდ, თუ მშობელს აქვს უკურნებელი სენი, მას შეეძლება, დაასახელოს სასურველი მშვილებელი.

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. აღნიშნული კანონპროექტი ბევრ სხვა ცვლილებასაც ითვალისწინებს, კერძოდმ კანონში განისაზღვრა ბავშვის საუკეთესო ინტერესის დეფიცინია. ასევე შემოვიდა მშვილებელსა და გასაშვილებელს შორის ასაკობრივი ზღვარი. ამასთან, აღნიშნული ცვლილებებით, მშვილებლებისა და მინდობით აღმზრდელებისთვის ტრენინგები სავალდებულო გახდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^