Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბესელია ID ბარათზე: უნდა მოიძებნოს ალტერნატივა, რომ ადამიანები სერვისის გარეშე არ დარჩნენ

27 მარტი, 2017 14:39

„უნდა მოიძებნოს ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი სერვისის გარეშე არ დარჩეს. მზად ვართ, იუსტიციის სამინისტროსთან ან სხვა უწყებებთან ერთად ვიფიქროთ ამ საკითხის გადაწყვეტაზე“, - აცხადებს ID ბარათებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

„ვიცი, რომ სწორედ ამ თემით დაინტერესებული იყო მინისტრი, ცოტა ხნის წინაც მქონდა მასთან კომუნიკაცია“, - განაცხადა ბესელია გადაცემა „იმედის დროსთან“ საუბრისას.

მოქალაქეების ჯგუფი ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვებას მოითხოვს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ სასამართლოსაც მიმართა მოთხოვნით, ცვლილება შევიდეს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტში და მოქალაქეებს მიეცეთ არჩევანის უფლება, აიღონ ე.წ. „ჩიპიანი“ თუ ქაღალდის პირადობის მოწმობა.

რეჟისორ ზაზა ნანობაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს ამ მოთხოვნით პირადად მოქალაქეებიც მიმართავენ.

„როდესაც ქვეყანაში რაღაცას ერთპიროვნულად, უალტერნატივოდ აკეთებ, ეს არის მხარეობა და რომ რაღაცის პროპაგანდას ეწევი... ქვეყანა არ არსებობს მსგავსი, რომ ადამიანს არ დაუკმაყოფილონ და მოქალაქებრივი პროცედურები შეუწყვიტონ... არ შეიძლება რომ ადამიანს ალტერნატივა არ მისცე, გინდაც იყოს ჩამორჩენილი, გინდაც იყოს ფანატი და ა.შ... სასამართლოში ჩივიან პირადად ადამიანები. პირადად შეიტანეს [სარჩელი]. სასამართლოსც არ აქვს უფლება, რომ ადამიანებს პენსიის აღება აუკრძალო ან რაღაც საბუთი არ მისცე. უკრაინაშიც, რელიგიური მოტივაციის გამო, არა მარტო მოქალაქის პირადი ბარათი არსებობს, არამედ საზღვარგარეთის პასპორტიც გაიცემა... და მათ ჩამორჩენილად საკუთარ ქვეყანაში არც რადა მიიჩნევს, არც მინისტრი და ა.შ", - ამბობს ნანობაშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^