Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 სექტემბრიდან გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შესაძლოა აიკრძალოს

27 მარტი, 2017 18:08

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, შესაძლოა, 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება-რეალიზაცია აიკრძალოს, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკები აიკრძალება. აღნიშნული ინიციატივის შესახებ „ლიბერალს“ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ვიკა მეტრეველმა განუცხადა. მისი თქმით პროექტი მთავრობას მიმდინარე ან მომდევნო კვირას წარედგინება

„პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით სამინისტროში შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას. როცა პროექტი წარედგინება მთავრობას, შეიძლება, ცვლილება განიცადოს და ამოქმედების ვადები არ იყოს ისე, როგორც ახლა გვაქვს დაგეგმილი ან, შეიძლება, რამე კორექტირება შევიდეს“, - განაცხადა ვიკა მეტრეველმა

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პოლიეთილენის პარკების სრული აკრძალვა, ვიკა მეტრეველი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია პირველადი აკრძალვის შედეგებზე.

„ამჯერად არ ვიცით, შემდეგი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს. ალბათ, უფრო დამოკიდებულია, რა შედეგს მივიღებთ ამ პირველადი და ეტაპობრივი აკრძალვით. 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკი ევროკავშირის კანონმდებლობითაც ყველაზე მსუბუქ ფრაქციად მიიჩნევა, ანუ ყველაზე თხელია. შესაბამისად, ყველაზე დიდი რაოდენობა ბაზარზე გამოყენების მხრივ არის 15 მიკრონზე ნაკლები სისქის.  პოლიეთილენის პარკები ჩანაცვლდება ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი ტექსტილის ჩანთებით და ა.შ.“, - ამბობს ვიკა მეტრეველი

ვიკა მეტრეველის თქმით, პროექტის მიხედვით, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ჯარიმით დაისჯება, თუმცა რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^