Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები შიმშილობას აანონსებენ - აქცია კანცელარიასთან

28 მარტი, 2017 13:05

არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელის მარი კორკოტაძის თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე 36 ბავშვის საკითხთან დაკავშირებით გუშინ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს შეხვდნენ.

კორკოტაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ განუცხადეს, რომ დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვინც თბილისის მკვიდრია, ვინც საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ვინც სამშობიარომ დედის რეგისტრაციის ადგილს მიაწერა.

„დარჩნენ ის ბავშვები, რომლებიც რეგიონიდან 2 წლის განმავლობაში გადმოეწერა. დაახლოებით 10 ბავშვზეა საუბარი. მათ მერია არ დააფინანსებს. ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება. ამ ბავშვებს რეგისტრაციიდან 2 წლის შემდეგ ჩასვამენ პროგრამაში. ისიც მომლოდინეთა სიაში, გაურკვეველი ვადით.  ეს ბავშვები კარგავენ ძალიან მნიშვნელოვან დროს. 2 წელი ეს არის დაკარგული დრო. მათ ართმევენ იმ შესაძლებლობას, რომ წავიდნენ ბაღებში, სკოლებში, ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება. ამას აკეთებს სახელმწიფო. დღეს მოვედით კანცელარიის შენობასთან. ესაა ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია გაეროს შშმ პირთა კონვენციის შესრულებაზე“, - აცხადებს კორკოტაძე.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აუტიზმის მქონე ბავშვების მშობელთა აქცია იმართება. ისინი  მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელ ნატალია ჯალიაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.

„რადგან მერიისგან ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ, ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა ისევ მერიასთან აქციის გამართვას, ამიტომ მოვედით კანცელარიასთან, რომ მთავრობამ  გვიპასუხოს - ვინ არის პასუხისმგებელი ამ ბავშვებზე. თუ ისინიც გვეტყვიან, რომ ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას ამ ბავშვებზე, მაშინ მოგვცენ საბუთი, რომ ისინი ვერ არიან პასუხისმგებლები და ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, წავიდეთ სხვა ქვეყანაში, სადაც მოვითხოვთ თავშესაფარს; იმ ქვეყანაში, სადაც აფასებენ და პატივს სცემენ შშმ პირებს და ბავშვის უფლებებს. დღეს დავიწყეთ აქ აქცია; ვაპირებთ საღამომდე გაჩერებას; თუ საჭირო იქნება, დავიწყებთ შიმშილობის აქციას; არსად არ მივდივართ აქედან, თუ არ შეგვხვდება ვინმე სახელმწიფო კანცელარიიდან", - აცხადებს აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^